2019 წლის ბოლო მატჩში დუდა სანაძემ შედეგიანად ითამაშა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. სანაძის "ოლივეირენშე" "ოვარენშეს" ხვდებოდა და აუტსაიდერთა შორის მყოფი მეტოქე 87:69 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და 24:08 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. დუდამ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
სანაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 25 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
"ოლივეირენშე" 10 მოგებითა და 4 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება და კვლავაც მხოლოდ პორტუგალიურ გრანდებს - "სპორტინგს", "ბენფიკასა" და "პორტუს" ჩამორჩება, რომელთაც თითო-თითო წაგება აქვთ. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი 4 იანვარს, სტუმრად "მაიასთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით