მიხეილ ბერიშვილის 26 ქულა, MVP-ის ტიტული ყატარში

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალმა" ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბოლო ადგილზე მყოფ "ალ სადს" სტუმრად 83:71 მოუგო, რაშიც ქართველმა ლეგიონერებმა დიდი როლი ითამაშეს.

ბერიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ორმაგი დუბლი შეასრულა და შეხვედრის გმირიც გახდა. 40:00 წუთში მიხეილის მონაგარი 26 ქულა, 10 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი და 4 ჩაჭრა იყო.

ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 7 ორქულიანი, 3-ვე სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 37-ს
გაუტოლდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. სარგებლიანად გაისარჯა ცინცაძეც, რომელმაც 37:06 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა უკანახაზელმა 11-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 4 შეცდომა ჰქონდა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

"ალ შამალმა" ექვს ტურში 4 მოგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 1-ელ იანვარს, შინ ერთ-ერთ ლიდერ "ყატარ სპორტთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული