"გრან კანარიამ" 1 ქულით წააგო, ბურჯანაძემ 7 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
შენგელიას მსგავსად, 1 ქულით წააგო მორიგი ტურის მატჩი ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამაც", თუმცა, "ბასკონიასგან" განსხვავებით, კანარელებს სამეფო თასზე მოხვედრის შანსი შენარჩუნებული აქვთ.

კუნძულელები "რეალ ბეტისს" ესტუმრნენ და ბოლო წამებზე 81:82 წააგეს, ქართველი ლეგიონერი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:09 წუთში 7 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ბურჯანაძემ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი ამერიკელი დემონტე ჰარპერი იყო. მან 23
ქულა ჩააგდო, თუმცა კი, ბოლო წამზე საჯარიმო ააცილა და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი გაანიავა. "გრან კანარიას" 8-8 მოგება-წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.

ბურჯანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 იანვარს, შინ, თორნიკე შენგელიას "ბასკონიასთან" ჩაატარებს და თუკი იმარჯვა, იქნებ "სამეფო თასზე" გამსვლელ 8 გუნდს შორისაც მოხვდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული