G ლიგიდან დაბრუნებულ ბითაძეს "მაიამისთან" 2 წუთი დაუთმეს - გოგამ პარკეტი უქულოდ არ დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 იანვარს საქართველოს ნაკრებისა და "ინდიანა პეისერსის" ახალგაზრდა ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ 2 წუთი ითამაშა და გუნდს 2 ქულა და 1 მოხსნა მოუტანა.

გოგამ პარკეტზე ზუსტად 2:41 წუთი გაატარა და ამ დროში 2 საჯარიმო სროლა ზუსტად გამოიყენა და ერთხელ საკუთარი კლუბის ფარზე მოხსნა ბურთი.

შეხვედრა კი "ინდიანამ" 14 ქულის სხვაობით დათმო - 108:122. "პეისერსის" შემადგენლობაში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა: 27 ქულა და 14 მოხსნა.

მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის გუნდი
11 იანვარს სტუმრად "ჩიკაგოსთან" 05:00 საათზე გამართავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული