11 იანვარს გამთენიისას "ინდიანა პეისერსის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ "ჩიკაგოსთან" მოგებულ მატჩში 116:105 მოგებულ შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა.
ამდენი გოგას 24 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. ბითაძეს მეტი გაქანება დომანტას საბონისის არყოფნამ მისცა, რომელიც ამ შეხვედრაში პარკეტზე არ გასულა. ლიტუველ ლეგიონერს მუხლის დაზიანება აქვს.
ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მოგროვებულ 4 ქულას ბითაძემ 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. ბითაძე არ დაჯარიმებულა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. ინდიანელთაგან საუკეთესო იყო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე მაილს ტერნერი, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
24 მოგებითა და 15 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მდევარ "ორლანდოს" მთელი 6 მოგებით უსწრებს. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 14 იანვარს, შინ "ფილადელფიასთან" ელის.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ვაშინგტონი-ატლანტა 111:101
ნიუ იორკი-ნიუ ორლეანი 111:123
ბრუკლინი-მაიამი 117:113
მემფისი-სან ანტონიო 134:121ფინიქსი-ორლანდო 98:94
იუტა-შარლოტი 109:92
დალასი-ლეიკერსი 114:129
საკრამენტო-მილუოკი 106:127
კლიპერსი-გოლდენ სტეიტი 109:100
კლიპერსი-გოლდენ სტეიტი 109:100
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით