12 იანვარს, ლიგა ენდესას მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია" სტუმრად 89:72 დაამარცხა.
შენგელიამ 34:17 წუთში 13 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 0 სამიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 22 იყო.
ბურჯანაძემ 17:41 წუთში 10 ქულა (3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 5-დან 4 საჯარიმო) და 3 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 23:48 წუთში 8 ქულით შეეწია.
"ბასკონია" 8 მოგებით მეთერთმეტე ადგილზეა, ხოლო "გრან კანარია" ამდენივე მოგებით - მეთორმეტეზე.