გოგა ბითაძის "ინდიანა" აღმოსავლეთში მე-5 ადგილზე გადავიდა! - ქართველს ცოტა დრო მისცეს [VIDEO]

AutoSharing Option
14 იანვარს, გამთენიისას, გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა და ანგარიშით 101:95 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და საერთო ჯამში პარკეტზე 4:14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ბითაძემ 2 ქულა, 1 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა.

ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა დომანტას საბონისმა 32 წუთში 10 ქულა, 16 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ხოლო მაილს ტერნერნმა 33 წუთში 14 ქულა, 10 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

მალკომ ბროგდონმა და თიჯეი უორენმა 21-21 ქულა ჩააგდეს.

შეხვედრაში ყველაზე
მეტი, 24 ქულა კი "ფილადელფიიდან" ბენ სიმონსმა მიითვალა, რომელმაც თავის მონაგარს 14 მოხსნა და 3 პასიც მიუმატა.

აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გადავიდა. აქამდე მეხუთეზე სწორედ "ფილადელფია" იყო. ამ დროისთვის "პეისერსს" 25 მოგება და 15 წაგება აქვს და "ფილადელფიაზე" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 16 იანვარს, სტუმრად "მინესოტასთან", ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დეტროიტი-ნიუ ორლეანი 110:117 (102:102)
ბოსტონი-ჩიკაგო 113:101
მინესოტა-ოკლაჰომა 104:117
პორტლენდი-შარლოტი 115:112
საკრამენტო-ორლანდო 112:114
ლეიკერსი-კლივლენდი 128:99
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული