ხმა მიეცით თორნიკე შენგელიას ევროლიგის ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში

AutoSharing Option
"ბასკონიას" ქართველ კაპიტან თორნიკე შენგელიას ევროლიგის დეკადის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვს. ევროლიგა EuroLeague All-Decade Team-ის გამოკითხვას ატარებს ფანებს შორის და 50 კანდიდატს შორის ერთი ქართველია.

როგორ მივცეთ ხმა თორნიკე შენგელიას?

ამისთვის საჭიროა:

1. დავრეგისტრირდეთ ევროლიგის საიტზე.

2. გადავიდეთ ხმის მიცემის ლინკზე.

3. სულ 10 მოთამაშე მოვნიშნოთ (შენგელიასთან ერთად). პოზიციებზე ლიმიტი არ არსებობს.

4. შევიყვანოთ ელექტრონული ფოსტა და პაროლი.

5. დავაჭიროთ ღილაკს send vote.

ხმის მიცემა შესაძლებელია 17 თებერვლამდე (ხმის მიცემა შესაძლებელია დღეში ერთხელ).

ფანების არჩევანი საბოლოო არ არის, ათწლეულის
გუნდის შერჩევისთვის მას 25%-იანი ძალა აქვს. დღეისათვის ვასილის სპანულისი 7%-ით ლიდერობს. შემდეგ მოდიან: კაილ ჰაინსი, დიმიტრის დიამანტიდისი, გეორგიოს პრინტეზისი, ნანდო დე კოლო და სხვები.

თორნიკეს ჯერჯერობით ხმების მხოლოდ 1.46% აქვს და ამ მაჩვენებლით ათეულში ვერ ხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა აბა გამოვცოცხლდეთ! ნუ დავიზარებთ დღეში ერთხელ 1 წუთის საქმეს!
სტუმარი
23 იანვარი 2020 18:11
0
https://www.euroleague.net/news/i/ac54mafmk6vpxdrm/vote-now-for-the-euroleague-all-decade-team
საბა
22 იანვარი 2020 23:58
0
ლინკი დადეთ, სად დავრეგისტრირდეთ
მინდია
22 იანვარი 2020 21:37
0
https://alldecadeteam.euroleague.net/
!!!!!!!
22 იანვარი 2020 22:36
0
ქართველებმა ჩვენი ძალა მაშინ ვაჩვენეთ, როცა ერთმა მუჭა ერმა ფაჩულია სუპერვარსკვლავებზე წინ დავაყენეთ და უზარმაზარ ქვეყნებს "ჩავხადეთ".
თოკო შენთან ვართ!
22 იანვარი 2020 18:56
1
უძლიერესი და ქვეყნისთვის საამაყო კალათბურთელია, თუმცა ვაღიაროთ, ევროპაში ათწლეულის! საუკეთესო კალათბურთელი რომ გახდე საჩემპიონო გუნდში უნდა თამაშობდე და რამოდენიმე ოქროს მედალი გქონდეს აღებული ევროლიგაში, არადა ნებისმიერ ესეთ გუნდში იფრენდა.
მიუხედავად ამისა მოგიწოდებთ ვიაქტიუროთ, თოკო ნამდვილად იმსახურებს საუკეთესოთა შორის იმყოფებოდეს
ირაკლი
22 იანვარი 2020 17:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული