"ალ სადთან" დიდ ბრძოლაში მოგებულ (73:72) შეხვედრაში ცინცაძეს მონაწილეობა არ მიუღია, ბერიშვილმა კი, რომელმაც წინა ტურში 40 წუთში 42 ქულა მოაგროვა, ამჯერად, შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და 19 ქულას 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა წაამატა.
მიხეილმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ
"ალ შამალს" 10 მოგებითა და 3 მარცხით პირველი ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 23 იანვარს, სტუმრად, "ყატარ სპორტსთან" ჩაატარებს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით