ndystar.com: გოგა ბითაძე ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის

AutoSharing Option
"ინდიანას" "პორტლენდთან" სტუმრად წაგებული მატჩი (129:139) ndystar.com-მა მიმოიხილა, აღნიშნა, რომ მეტად ხისტი თამაში იყო და "პეისერსის" პრობლემაზე ისაუბრა:

"მაილს ტერნერი გუნდში დაცვაში საუკეთესოა, რომელიც საჭირო იყო დემენ ლილარდის და ჰასან უაიტსაიდის გასანეიტრალებლად. დომანტას საბონისმა კარიერაში მეორე სამმაგი დუბლი მიითვალა (27 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასი), მაგრამ ის მეტოქეთა სროლების დასაპირისპირებლად საკმარისად მაღალი და ათლეტური არ არის. ახალწვეული გოგა ბითაძე, რომელმაც პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი დაჰყო, ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის".

ამ მატჩში ტერნერს მონაწილეობა არ მიუღია, ბითაძემ კი
5:07 წუთში 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა კოდი არაა სწორი,რა...?!
გივი-გია
29 იანვარი 2020 15:38
0
მე-19 პიკზე სან ანტონიო ილოდებოდა და გოგას აუცილებლად აიყვანდა. იქ კონკურენტებად უკვე ასაკოვანი ოლდრიჯი და ავსტრიელი პოელტლი იქნებოდნენ, თანაც გრეგ პოპოვიჩთან გოგა ბევრს ისწავლიდა. დღემდე ვერ ვხვდები ინდიანამ რატომ აირჩია.
გოგა ნბა-ს დონეზე სათამაშოდ მზად არის, უბრალოდ სწორი გარემო სჭირდება. ამ ამერიკულ გამოცემას კი ურჩევია ტერნერი აკრიტიკოს, რომელიც ყველა ძლიერ ცენტრთან დაჩაგრული ბავშვივით გამოიყურება.
კალათბურთის გულშემატკივარი
29 იანვარი 2020 12:26
0
ყოფილი კალადბურთელი ვარ, უკვე ვეტერანი, უმუშევარი. არ არის აუცილებელი ინდიანა, ნებისმიერ გუნდში ვიმუშავებდი დამლაგებლად NBA-ში.
ირაკლი
29 იანვარი 2020 11:45
3
ჩემი აზრით აქაც აქვს პერსპექტივა.
დიდი ალბათობით ტერნერი გუნდს შეიცვლის (ახლა თუ არა, ზაფხულში მაინც). ამასობაში გოგაც გაივლის ადაპტაციას (ევროპელთა დიდ ნაწილს, მათ შორის მის თანაგუნდელ საბონისს, სხვა კარგ კალათბურთელებს, შარიჩს, ნურკიჩს, მიროტიჩს, ასევე ვარსკვლავებს, იოკიჩს და თავად ნოვიცკისაც 1-2 წელი დასჭირდათ, რომ ამ ტემპს და დონეს შეწყობოდნენ).
ეს ფაქტორები კი საკმარისი უნდა აღმოჩნდეს, რომ გაისად აქტიურ როტაციაში ვიხილოთ გოგა და სტაბილურად 20 წუთამდე გაიზარდოს მისი სათამაშო დრო, რაც თავის მხრივ მას ზრდაშიც დაეხმარება.
მთავარია შრომა არ დაიზაროს და იბრძოლოს.
Supporter
29 იანვარი 2020 11:07
0
ტვინი შეჭამეს, ცქიტიშვილსაც მასე მოექცნენ, მაგრამ ეს უფრო ძლიერია. იმედია ტერნერტრუკუცას აჯობებს.
sdfffff
29 იანვარი 2020 11:00
0
გოგა პირველ თამაშებში მშვენივრად გამოიყურებოდა,ახლა კი ერთი დაკომპლექსებული სათადარიგოა,რომელსაც თამაშის თავზე აღების ეშინია.ეს გოგას ბრალი კი არ არის,არამედ მწვრთნელებისა.მას კიდევ ბევრი რამე აქვს სასწავლი,მას კი არც ასწავლიან და არ იცისო,აქეთ საყვედურობენ.ადრე ამას,სხვა ნბაში ბედნაცადი ქართველებიც ჩიოდნენ,მხოლოდ ვარსკვლავებს აქცევენ ყურადღებას,ჩვენ კი საკუთარი თავის ამარა ვიყავით დარჩენილებიო.ამერიკაში გაზრდილ ჩამოყალიბებული სპორსმენები,ამას შეჩვეულები არიან,ევროპიდან მისული კაცი კი მიჩვეულია,რომ მთელი სეზონის განმავლობაში,მუდმივად უნდა ჰქონდეს ვარჯიშები და ტაქტიკური მომზადება.ამიტომაცაა,რომ თუ აქედან უკვე ყველაფერ გამოვლილი და ნასწავლი არ წახვედი,იქ დამკვიდრება,თითქმის შეუძლებელი ხდება.სწავლას არავინ გაცდის,უკვე მზა პროდუქტი უნდა იყო.გოგა ბითაძე ღრუბელივით ისრუტავდა ყველაფერს და ძალიან სწრაფად ვითარდებოდა,მაგრამ ეს ევროპაში.ამერიკაში კი ამისათვის არ სცალიათ,იქ პირდაპირ მოგების მოტანა თუ არ დაიწყე,არავის უნდიხარ.ტრავმა როგორ ვუსურვო,მაგრამ მხოლოდ საბონისის ტრავმის შემთხვევაში მიეცემა გოგას კარგი სათამაშო დრო,თუმცა ისიც საკითხავია,ასე ფორმა დაკარგული,რამდენად შესძლებს თავდაჯერებულობის დაბრუნებას.იმედია გოგა შესძლებს და ისე ათამაშდება,როგორც თუნდაც ნბა_ში მის პირველ მატჩებში თამაშობდა.მაშინ მას კუნთური მასა არ ჰყოფნიდა,ახლა კი აშკარად მომძლავრებულია და ესეც წაადგება ცენტრის პოზიციაზე სათამაშოდ.
სოსო
29 იანვარი 2020 10:26
0
სადმე აუცაიდერში გადადი სადაც ორი კონკურენტი არ გეყოლება რას აიყვანეს საერთოდ რა უნდოდათ
912
28 იანვარი 2020 23:30
1

სიახლეები პოპულარული