თორნიკე შენგელიას მორიგი წარმატებული მატჩი ესპანეთში

AutoSharing Option
პირველ თებერვალს, ლიგა ენდესას მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად 72:82 დამარცხდა "უნიკახასთან".

შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო: 35:23 წუთში 15 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა.

თორნიკეზე უკეთ მხოლოდ მასპინძელთა გუნდის კალათბურთელი ხაიმე ფერნანდესი გაისარჯა - 20 ქულა, 10 პასი და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტი.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელის მეტ ჯენინგის ანგარიშზე 8 ქულაა.

"ბასკონია" 9 მოგებით მე-11 ადგილზეა და 9 თებერვალს "მონბუსს"
უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი თოკო ევროპის ათეულში უნდა შეხვიდე
თბილისი
13:52 02-02-2020
0

სიახლეები პოპულარული