დღეს, თბილისის დროით 9 თებერვალს NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ ორლეან პელიკანსს" უმასპინძლა და 7 ქულის სხვაობით დამარცხდა - 117:124.
"ინდიანას" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ პარკეტზე მხოლოდ 2 წუთი გაატარა და ამ დროში თავის გუნდს 2 ქულა მოუტანა. გოგამ ერთხელ ისროლა 2-ქულიანი და ისიც ზუსტი იყო.
"პეისერსის" რიგებში საუკეთესო მცველი ჯერემი ლემბი იყო 26 ქულით. საბონისი 16 ქულასთან ერთად გუნდს 8 მოხსნითა 6 ასისტით დაეხმარა, მაილს ტერნერმა შეხვედრა 10 ქულით, 8 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო 2019 წლის NBA-ის "დრაფტის" პირველმა ნომერმა ზაიონ უილიამსონმა.
სხვა შეხვედრები
ორლანდო - მილოუკი 95:112
დეტროიტი - ნიუ იორკი 92:95
შარლოტი - დალასი 100:116
ტორონტო - ბრუკლინი 119:118
მინესოტა - კლიპერსი 142:115
გოლდენ სტეიტი - ლეიკერსი 120:125
ფენიქსი - დენვერი 108:117
საკრამენტო - სან ანტონიო 122:102