გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" კიდევ ერთხელ გაანათხოვრა G ლიგაში და ქართველმა ცენტრმა არც ამჯერად შეირცხვინა თავი.
გოგამ პარკეტზე 34 წუთი გაატარა და ამ დროში "ფორთ უეინს" 24 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი მოუტანა. გოგამ 7-დან 4 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო, 11-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, მისმა გუნდმა კი გაიმარჯვა - 136:102.
ხვალ, 11 თებერვალს, თბილისის დროით 04:00 საათზე, "ინდიანა პეისერსი" "ბრუკლინ ნეთსს" უმასპინძლებს, გოგა ბითაძე კი გუნდთან ერთად იქნება.