თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს!

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ 2019 წლის საუკეთესოები დაასახელა და "წლის გიგანტად", ანუ საუკეთესო კალათბურთელად თორნიკე შენგელია აღიარეს.

დაჯილდოების ცერემონია გუშინ, 10 თებერვალს გაიმართა და სპეციალური პრიზი თოკოს ლიგა ენდესის გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა.

მიმდინარე სეზონში თორნიკე ეპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 33 წუთში 16,1 ქულას, 6 მოხსნას, 2,6 პასს, 0,3 დაფარებასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს.

ესპანეთის უმაღლესი დივიზიონი ევროლიგის შემდეგ ევროპის უძლიერესი ლიგაა და როცა საუკეთესოდ აქ გასახელებენ, ეს უდიდესი აღიარებაა.

თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს!" style="height: 50px; width: 50px;" />თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" მადრიდში "რეალის" მეორედ დასამარცხებლად ცოტა დააკლდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვულოცავ! ამაყი ვარ! ახალი წარმატებები! უმაგრესი კალთბურთელი და პიროვნებაა! ვაშაააა!
დო მაჟორი
11 თებერვალი 2020 15:23
1
მალე ევროლიგის ტოპ-ათში შესვლა მოგველოცოს.
თოკომოტივი
11 თებერვალი 2020 17:09
1
თოკო გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც!!! ალბათ არ არის ადვილი და გარკვეულ გარე ფაქტორებზეც არის დამოკიდებული, მაგრამი ქნებ ისეთ გუნდში გადახვიდე, რომ გუნდური ტიტულებიც მოიგო.
!!!!!
11 თებერვალი 2020 17:53
1
ძალიან გამეხარდა! გაუმარჯოს დიდ ქართველ კაცს და კალათბურთელ თორნიკე შენგელიას!!!
aburjga
11 თებერვალი 2020 15:40
1
ვულოცავ თორნიკეს ეს უდიდესი წარმატებაა! ბედნიერებაა ასეთი დონის კალათბურთელი რომ გვყავს ნაკრებში და ის არის ქართველი!
gabo
11 თებერვალი 2020 15:03
1
ამას ველოდი,მჯეროდა და ვულოცავ თორნიკეს
სოსო
11 თებერვალი 2020 13:22
1
გაიხარე თორნიკე და გილოცავ! მაგრად გამეხარდა!საქართველო ამაყობს შენით! წარმატებები!!!
სოხუმელი ვეტერანი
11 თებერვალი 2020 16:24
1
კი, მართლაც დიდებული კალათბურთელია. უნიჭიერესი და გამორჩეული.
მისი ყველაზე დასაფასებელი თვისებაა ის, რომ საქმეს სერიოზულად მიუდგა, “ქართულად“ არ იქცევა, ნამდვილი პროფესიონალია და შედეგიც აქვს.
ჯერი
11 თებერვალი 2020 16:20
1
Georgia,-თქვე დალოცვილო თათრული "საღოლით" რომ არ მიულოცო ქართველს გამარჯვების და აი ია დედანის მქონეთ ბარემ დაგემატებინათ "კაროჩე ტო ფაიზაღ დავაი დავაი"-თქო საწყენად არ ვამბობ გადაშენებას გადავურჩებით ? ამგვარად "ბაზრობით'" .. ძლიერია შენგელია ეჰ ენბეაში დამკვიდრებულიყო? უძლიერესი იქნ.....
ბასკონია
11 თებერვალი 2020 14:46
1
სასიხარულოა თორნიკეს წარმატება, მაგრამ ამ გუნდში რაიმე ტიტულის მოგება ფაქტიურად შეუძლებელია და ეგაა ცუდი.
Dato
11 თებერვალი 2020 14:06
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული