შენგელიას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ბასკონიამ" "ვილერბანს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 თებერვალს, ევროლიგის 24-ე ტურში, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში "ვილერბანს" 79:62 სძლია.

შენგელიამ 28:18 წუთში 15 ქულა (10-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15 იყო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა ლიონურ გუნდს 28:37 წუთში 10 ქულა ჩაუგდო, 5-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

16 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 16-იანი კოეფიციენტით MVP ლიონელთა ამერიკელი ლეგიონერი ედრიან პეინი გახდა.

"ბასკონია" 9 მოგებით მე-14 ადგილზეა და
20 თებერვალს "ჟალგირისს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიეცით ხმა თოკოს! ერთი კვირა დარჩა გამოკითხვის დასრულებამდე.
https://alldecadeteam.euroleague.net/
09:46 07-02-2020
0

სიახლეები პოპულარული