თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს!

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ 2019 წლის საუკეთესოები დაასახელა და "წლის გიგანტად", ანუ საუკეთესო კალათბურთელად თორნიკე შენგელია აღიარეს.

დაჯილდოების ცერემონია გუშინ, 10 თებერვალს გაიმართა და სპეციალური პრიზი თოკოს ლიგა ენდესის გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა.

მიმდინარე სეზონში თორნიკე ეპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 33 წუთში 16,1 ქულას, 6 მოხსნას, 2,6 პასს, 0,3 დაფარებასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს.

ესპანეთის უმაღლესი დივიზიონი ევროლიგის შემდეგ ევროპის უძლიერესი ლიგაა და როცა საუკეთესოდ აქ გასახელებენ, ეს უდიდესი აღიარებაა.

თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს!" style="height: 50px; width: 50px;" />თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" მადრიდში "რეალის" მეორედ დასამარცხებლად ცოტა დააკლდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
სასიხარულოა თორნიკეს წარმატება, მაგრამ ამ გუნდში რაიმე ტიტულის მოგება ფაქტიურად შეუძლებელია და ეგაა ცუდი.
Dato
11 თებერვალი 2020 14:06
3
ამას ველოდი,მჯეროდა და ვულოცავ თორნიკეს
სოსო
11 თებერვალი 2020 13:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული