ესპანეთის თასის 1/4 ფინალში გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" ტენერიფეში 85:87 დამარცხდა "ანდორასთან" და გათამაშებას გამოეთიშა.
შერმადინმა 22:25 წუთში 19 ქულა (11-დან 7 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 პასი მიითვლა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20 იყო.
გიორგიზე მეტი, 20-20 ქულა მხოლოდ დეიან ტოდოროვიჩმა (ანდორა) და მარსელინიო უერტასმა (იბეროსტარი) ჩააგდეს, ეს უკანასკნელი 28-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.