NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" შინაურ კედლებში "შარლოტ ჰორნეტსი" 39 ქულის სხვაობით დაამარცხა - 119:80.
აღნიშნულ შეხვედრაში "ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა გოგას 11:32 წუთი დაუთმო, რა დროშიც ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 5 ქულა (2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკშოტი დააგროვა.
შეხვედრაში საუკეთესო გოგას თანაგუნდელი დომანტას საბონისი იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 21 ქულა, 15 მოხსნა და 9 ასისტი. აღსანიშნავია, რომ ინდიანაპოლისელების კიდევ ერთმა ცენტრმა მაილს ტერნერმა შეხვედა 8 ბლოკით დაასრულა. გარდა ამისა, ტერნერმა 6 ქულა ჩააგდო და 10-ჯერ მოხსნა ბურთი.
"ინდიანა" შემდეგ შეხვედრას ისევ საკუთარ პარკეტზე 28 თებერვალს, "პორტლენდის" წინააღმდეგ გამართავს.
სხვა შეხვედრები:
ტორონტო - მილოუკი 97:108
ჩიკაგო - ოკლაჰომა 122:124
დენვერი - დეტროიტი 115:98
ლეიკერსი - ნიუ ორლეანი 118:109
პორტლენდი - ბოსტონი 106:118
გოლდენ სტეიტი - საკრამენტო 94:112