ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მეორე მატჩში გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" ბელგიაში "ოსტენდესთან" 69:75 დამარცხდა.
პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე "იბეროსტარს" 85:75 ჰქონდა მოგებული. სერიაში ანგარიში გათანაბრდა და მესამე, გადამწყვეტი დაპირისპირება 18 მარტს ტენერიფეში მაყურებელთა გარეშე ჩატარდება, რაც ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე თამაშია. წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში ლიეტუვური "ლეიტკაბელისის" მძლეველ "სარაგოსას" დაუპირისპირდება.
შერმადინმა 19:59 წუთში 19 ქულა (10-დან 6 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ხოლო მარგი ქმედების 18-იანი კოეფიციენტით ბომბარდირობასთან ერთად მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.
მარგი ქმედების კოეფიციენტი სულ სხვა რაღაცაა, ის რამე მექანიზმის მიმართ გამოიყენება და სხვაგვარი კოეფიციენტი აქვს (მეათედები - 0-დან 1-მდე, ან პროცენტული - 0-დან 100%-მდე).
"მარგი ქმედების კოეფოციენტი" - 18 სასაცილოა. მასეთი კოეფიციენტის (პროცენტულად) მექანიზმს სანაგვეზე აგდებენ (ჰესებს და კაშხლებს კეტავენ, როცა მათი "მქკ" 0,55-ს (ანუ 55%-ს) ჩამოცდება და ამას წინად რომ შენგელიამ ეგ თქვენებური "მქკ" 42 რომ ჰქონდა, როგორ მოვიქცეთ? :)