საქართველოს ნაკრებისა და კანარის კუნძულების კლუბ "იბეროსტარ ტენერიფეს" ცენტრი გიორგი შერმადინი ყველაზე პოპულარულმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა MARCA-მ "ლიგა ენდესის" ტოპ 5 კალათბურთელს შორის შეიყვანა.
წყარო აღნიშნავს, რომ თუ კორონავირუსის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლება მოხერხდა, სწორედ ეს ხუთი კალათბურთელი მოხვდება ლიგის საუკეთესო 5-ეულში - ნიკოლა მიროტიჩი ("ბარსელონა"), გიორგი შერმადინი, კლემენ პრეპელიჩი ("რეალი", განათხოვრებული "ხუვენტუდში"), აქსელ ბუტილი ("უნიკახა"), ასკია ბუკერი ("მურსია").
აი, რას წერს MARCA გიორგი შემადინის შესახებ:
"ქართველი ცენტრი პირველ სეზონს ატარებს "იბეროსტარ ტენერიფეში" და რეიტინგის მიხედვით, ლიგის მეორე საუკეთესო კალათბურთელია.
მისი მოქმედება საშუალოდ 23,7 ქულით ფასდება. ამასთანავე, მისი გუნდი შესანიშნავად თამაშობს და "ბარსელონას" 5 მოგებით ჩამორჩება, "რეალს" კი - მხოლოდ ერთით.
შერმადინის საუკეთესო შეფასება ამ სეზონში 42 იყო, ხოლო ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 32 ქულა ჩააგდო. შერმადინი პერიმეტრს შიგნიდან შესანიშნავად ისვრის და ფარსაც საიმედოდ იცავს საშუალო 7,1 მოხსნით."