რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა ტომი ედუარდომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბასკონიას" კაპიტან თორნიკე შენგელიას სამსახურით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული, ახლა კი შესაძლო ტრანსფერის შესახებ მკითხველს Defensacentral-მა ამცნო.
ექსკლუზივი: "რეალი" ყურადღებით აკვირდება, გადაწყვეტს თუ არა "ბასკონია" შენგელიას გაყიდვას შენგელიას ბასკურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი სამსახურით აგრეთვე მილანის "ოლიმპიაა" დაინტერესებული.
"რეალს" შემადგენლობის გასაძლიერებლად ბევრი ვარიანტი აქვს და მათ შორის შენგელიაა.
შენგელია დიდ ყურადღებას იპყრობს და მასზე მრავალი ინფორმაცია ვრცელდება. "ოლიმპია" თორნიკესთან კონტრაქტის გაფორმებით ძალიან დაინტერესებულია. კრიზისიდან გამომდინარე, ბასკური კლუბი შეიძლება
იძულებული გახდეს, თავისი მთავარი ვარსკვლავი გაყიდოს.
მოვლენების განვითარებას ყურადღებით ადევნებს თვალს "რეალი", რომლის მწვრთნელს, პაბლო ლასოს ყოველთვის ხიბლავდა შენგელიას თამაში. იმის გათვალისწინებით, რომ მეჯრი გუნდს დატოვებს, ტომპკინსს კონტრაქტი არ გაუგრძელებია, ხოლო რეიესი თავისი კარიერის ფინიშის სწორზე იმყოფება, გუნდში ადგილიც გამოთავისუფლდება და ლეგიონერის კვოტასთან დაკავშირებული პრობლემაც არ იარსებებს.
შენგელიას "რეალში" გადასვლის საკითხი დღის წესრიგში 2017 წელსაც იდგა. მაშინ ეს ვერ მოხერხდა. ახლა ყურადღებით აკვირდებიან და შანსის გამოყენებას შეეცდებიან.
შენგელიას "რეალში" გადასვლის საკითხი დღის წესრიგში 2017 წელსაც იდგა. მაშინ ეს ვერ მოხერხდა. ახლა ყურადღებით აკვირდებიან და შანსის გამოყენებას შეეცდებიან.
წარმატებები თოკოს!!!