"ტენერიფეს" შერმადინთან კონტრაქტის გაგრძელება სურს

AutoSharing Option
როგორც solobasket.com-ი იტყობინება, "იბეროსტარმა" კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე გუნდის ბირთვთან კონტრაქტების გაგრძელება გადაწყვიტა და მათ შორის საქმე გიორგი შერმადინზეც მიდგა.

გუშინ, 20 მაისს, "ტენერიფე იბეროსტარმა" კონტრაქტი გაუხანგრძლივა გუნდის მთავარ მწვრთნელ ჩუს ვიდორეტას. კლუბმა და ბასკმა სპეციალისტმა ერთად მუშაობის გაგრძელება კიდევ 2 წლით გადაწყვიტეს.

როგორც გამოცემა წერს, მწვრთნელი ერთადერთი არ არის, ვისაც კლუბი დაიტოვებს. ჩემა დე ლუკასმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ "იბეროსტარში" რჩებოდა.

ჯერი კი გუნდის ქართველ ცენტრ გიორგი შერმადინზე მიდგა. კანარელებს ძალიან სურთ ქართველის გუნდში დატოვება, რადგან შერმადინი მიმდინარე
სეზონში გუნდის საუკეთესო კალათბურთელი იყო. თუმცა, გამოცემა დასძენს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული