თოკო შენგელიას სასწაული თამაში ბოლო წამზე - ქართველის შეხვედრა ევროლიგის სეზონის 10 საუკეთესო მომენტში მოხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საკალათბურთო ვებგვერდმა gigantes.com-მა ევროლიგის აწ უკვე დასრულებული სეზონის 10 საუკეთესო მომენტი გამოარჩია და მათ შორის "ბასკონიასა" და ბერლინის "ალბას" შორის გამართული შეხვედრა დაასახელა, რომლის ბოლო წამზეც თოკო შენგელიამ გამარჯვება მოუტანა საკუთარ გუნდს.

აი, რას წერს საიტი აღნიშნული მატჩის შესახებ:

"ვიტორიაში, მარტში გამართული შეხვედრის ბოლო წამები გიჟური ინტენსივობით წარიმართა. "ბასკონია" 1 ქულით წინ შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე გავიდა. ეს სეზონი ბასკური კლუბისთვის ბოლო წლებში ყველაზე რთული აღმოჩნდა. გუნდს ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდა, გარკვეულ მომენტებში არასტაბილური იყო და ასეთი კოლექტივის ნდობა
ძალიან რთულია.

ბერლინის "ალბამ" ეს ყველაფერი დაამტკიცა, როცა 6 მარტს გამართულ შეხვედრაში. მეთ ჯენინგის 3-ქულიანმა და თოკო შენგელიას საოცარმა ბლოკმა იმ საღამოს ვიტორიის ცა გაანათა. ეს უდიდესი სიხარული იყო ბასკონიელებისთვის."

აღნიშნული მატჩი "ბასკონიამ" 73:72 მოიგო. თოკო შენგელიამ ბოლო წამზე "ალბას" ცენტრს დაუფარა და გუნდი წაგებისგან იხსნა. გარდა ამისა, თოკო პარკეტზე საუკეთესო იყო და იმ შეხვედრაში გუნდს 24 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაც მოუტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთისიამუვნებაა თორნიკეს ყურება მალე ალბათ გაუძღვება ევრობასკეტზე ქართველთ ლაშქარს თორნიკე (ერისთავი) შენგელია
იბერიელი68
18:18 27-05-2020
0
საოცარი თამაში ჩაატარა! უბრალოდ სათაურში რაც წერია, კაცი იფიქრებს, ბურთი ჩააგდო და გამარჯვება ისე მოუპოვა, თორემ ჯერ მარტო რაც აქ ჩანს , ყველანაირად მოუპოვა გამარჯვება. ძალიან ძლიერია და ყველა ველოდებით ნაკრებში მის თამაშს!
: )))))))
15:58 27-05-2020
0

სიახლეები პოპულარული