შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული, ბერძნული, თურქული და ესპანური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოველებმა თოკოს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კალათბურთელთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის საკითხები.

შენგელია 2019/20 წლების ევროლიგის სეზონში საშუალოდ 15,9 ქულას, 5,6 მოხსნასა და 2,9 გადაცემას აგროვებდა. თოკო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბასკონიას" რიგებს იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო.

მკითხველის კომენტარები / 114 /
უპრინციპო ერი ვართ მხოლოდ სადღეგრძელოებში ვართ პატრიოტები, ქვეყანა რომელიც საზოგადოებით არის დასახლებული და არა ნახირით ისეთ ობსტრუქციას მოუწყობდა შენგელიას რომ კალათბურთის ფედერაცია მეორეჯერ ნაკრებში აღარ გამოიძახებდა სათამაშოდ. სჯობს ჯგუფში ბოლო ადგილზე იყო ვიდრე უგულშემატკივრო უპრინციპო, გამყიდველ, ფულზე დახარბებული არსებებით დაკომპლექტებულ ნაკრებს. შენი ქვეყნის დამბომბავი, ამაოხრებელი ქვეყნის არმიის გუნდის ღირსებას რომ დაიცავ უბრალოდ ნეხვი ხარ
dinamo
15 ივნისი 2020 19:15
7
ქართული ჯიგარი ვერ გქონია,სამწუხაროა
შეგიძლია მანდ დარჩე და მაგათ არმიაჩიც ჩაეწერო
15 ივნისი 2020 18:28
7
ასეა ფულს ყველაზე მაღლა როცა აყენებს ადამიანი.
ტუფგ
15 ივნისი 2020 18:23
6
ძალიან მიყვარს თოკოს თამაშის ცქერა, დიდ სიამოვნებას ვიღებ, წარმატებები თოკო ყოველთვის და უღრმესი მადლობა ნაკრებში თავდადებული თამაშისათვის! მაგრამ მინდა იცოდე, რომ ვერასოდეს ვუგულშემატკივრებ რუსულ, სომხურ, თურქულ კლუბებს, ნაკრებებს თუ სპროცმენებს(2 გამონაკლისი მქონდა სულ ცხოვრებაში, ორივე მარია, შარაპოვა და კირილენკო) და მითუმეტეს ცსკა-ს, ბოლომდე იმედი მაქვს რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდება. ეს მარტო თოკოს არ ეხება, ყველა სპორცმენს ვინც რუსეთში თამაშობს, უბრალოდ თოკო ნამდვილი ევროპული მაშტაბის ვარსკვლავია და განსაკუთრებით დამწყდა გული
llcl
15 ივნისი 2020 18:23
4
ცსკა ბევრად უფრო ძლერი და ტრადიციებით მდიდარი კლუბია, ვინემ "ბასკონია"... წარმატებები თოკოს.
tngh
15 ივნისი 2020 17:57
39
სამწუხეაროა, როდესაც ზოგიერთი ომს და კალათბურთს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს... და ცსკა კიდევ სამხედრო გუნდი ჰგონია...
tngh
16 ივნისი 2020 15:57
3
კი, და რუსეთი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ესპანეთი. ომი რომ დაიწყოს, ორ დღეში მოიგებს. ესაა თქვენი ლოგიკა?
გაგი
15 ივნისი 2020 21:29
2
უკრაინა აგდებს ნაკრებიდან ხალხს რუსეთში თამაშის გამო, ჩვენ რა ვართ ასეთი უთავმოყვარეო მლოკველები.....
Russ
15 ივნისი 2020 17:40
8
Kargi ra toko sheni tamashi ar gamimazia da exla rogor unda gamixardes grusuli armiis gundis carmateba.ruseti okupantia!
Erosi
15 ივნისი 2020 17:38
5
გული რაზე მწყდება იცით, პოლიტიკას თავი, რომ დავანებოთ, რაც არ უნდა თავი დადოს მაინც არ დაუფასებენ.
jjj
15 ივნისი 2020 17:35
3
ძალიან საწყენია კარგი სპორცმენი 0 პატრიოტიზმი რა გაუჭირდა ასეთი? ცსკა არ არის ის გუნდი რო რომელიმე უცხოელი კალათბურთელი ოცნებობდეს მანდ თამაშზე ფულზე თუა საქმე მითუმეტეს მიუღებელია ეგ გადაწყვეტილება . არა უშავს თორნიკეს აღარ ვუგულშემატკივრებთ არასდროს . თუ ტრავმა მიიღო დაავიწყდება ყველას საერთოდ. ერთი რამ ცხადია საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა შერცხვეს და გულშემატკივარმაც სულ უნდა შეახსენოს რომ ეს გადაწყვეტილება ღალატის ტოლფასია . ჩვენი დაღუპული ბიჭების სისხლის ღალატის ტოლფასი.
ზურა
15 ივნისი 2020 17:31
10
ოეეეე SPORTALL.GE მარტო ეროტიკაზე, პოლიტიკაზე წერის და ჭორაობის დროს ხართ ოპერატიულები (ალბათ ამ კომენტარსაც არ გამოაქვეყნებთ). კი არ შეათანხმა გადავიდა უკვე!!! ვერაფერს იტყვი, რეალში გადასვლას რომ ელოდება ყველა და ცსკა-ში აღმოჩნდები რბილად, რომ ითქვას დასანანია !!! ხოლო ცალკე აღებული საკითხია რუსული არმიის-შენი ქვეყნის ოკუპანტი ძალების კლუბში გადასვლა (არავინ თქვას რომ სპორტი და პოლიტიკა ძალიან შორს არის), ამასთან დაკავშირებით რათქმაუნდა ერთნაირი აზრი არ იქნება, მაგრამ მაინც... თოკო რატომ?! რა შემოგთავაზეს ასეთი, რა გამოუვალი სიტუაცია შეგექმნა, რომ იძულებული გახდი ცსკა-ში გადასულიყავი?! იმედია, იმ გულშემატკივარს რომელიც გულწრფელად გქომაგობს ამ გადაწყვეტილებას აუხსნი და ეს ყოველივე მხოლოდ ფინანსური მოტივით არ არის გამოწვეული!!! როგორც არ უნდა, მივუდგეთ საკითხს ალბათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაკარგე ..... ეს საკითხი სულერთია?!
!!!!!
15 ივნისი 2020 17:24
4

სიახლეები პოპულარული