შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული, ბერძნული, თურქული და ესპანური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოველებმა თოკოს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კალათბურთელთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის საკითხები.

შენგელია 2019/20 წლების ევროლიგის სეზონში საშუალოდ 15,9 ქულას, 5,6 მოხსნასა და 2,9 გადაცემას აგროვებდა. თოკო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბასკონიას" რიგებს იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო.

მკითხველის კომენტარები / 114 /
ოო არც მე გამიხარდა მარა რას იზამ ყველა ფულს რო გაიძახით თოკომაც რა ქნას 2 ან 3 აქტიური ძლიერი წელი დარცა და მერე უკვე საშუალო დონე გახდება ეხლა ვინც რეალის ფინანსებს ადარებთ ესეც ადვილი გასაგებია რა შედარებაა ცსკა რომ კოლოსალურ თანხას შეთავაზებს ორი აზრი არაა ასე რომ ფული ფული და ისევ ფული . პ.ს ისე კი აქ ბევრი ვინც აკომენტარებს თოკოზე უარყოფითად და ზედმეტი პატრიოტიზმით გამოირჩევა ზუსტად მაგ ხალხია საეჭვი საქმე საქმეზე რო მიდგეს.
zurabi
15 ივნისი 2020 17:24
20
დაახლოებით ისეთი შეურაწმყოფაა საქართველოსთვის, როგორც გავრილოვის ჩვენს პარლამენტში ვოიაჟი, მაინც არ მინდა დავიჯერო და დიდი იმედი მაქვს რომ არ მოხდება ეს კატასტროფა, ბარსას უდიდესი გულშემატკივარი ვარ, თუმცა რეალშიც გიქომაგებდი გარკვეულწილად, მაგრამ რუსულ ჯარში - ა რ ა ს ო დ ე ს !
ირაკლი
15 ივნისი 2020 17:23
9
ნებისმიერ სპორტის სახეობაში, თუ ქართველი რუსულ კლუბში თამაშობს, ნაკრებში არ უნდა იძახებდნენ და ეს უნდა იყოს კანონის დონეზე. ჯერ არის ეროვნული ინტერესები და შემდეგ სპორტული, თუ სპორცმენი ეროვნული თვითშეგნება არ აქ, ვერც გამოადგება ის სამშობლოს
იოანე
15 ივნისი 2020 17:20
10
სამწუხაროა რო ფულზე გაიყიდა ესეც როგორც ბევრი სხვა
dmx
15 ივნისი 2020 17:19
8
კალათბურთში ცსკაში თამაში იგივეა,ფეხბურთში რეალი,ბარსა,სიტი და ა.შ.რომ ითამაშო.თან ეხლა ნახეთ,რა გუნდს აკეთებენ.ასე რომ,წარმატებები თოკოს.
კახა ქ.
15 ივნისი 2020 17:15
27
ისე, ცნობისთვის, პოლონეთში თუ ჩეხეთში ჩასულმა უკრაინელმა ფეხბურთელებმა მხოლოდ იმიტომ განაცხადეს უარი სასტუმროში დაბინავებაზე, რომ მას რასია, მასკვა, თუ რაღაც ამდაგვარი ერქვა და სულ გულდათუთქული ბოდიშები ახდევინეს მასპინძელთა საფეხბურთო და სამთავრობო დელეგაციებს... მერე გვიკვირს, რომ ყველას ყირიმი აკერია პირზე და აფხაზეთ-სამაჩაბლო აღარავის ახსოვს... თორნიკეს კი გულშემატკივრისთვის კი არა, უფრო საკუთარი შვილებისთვის მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ უსტვენს მას ქართველი ქომაგი და ვგონებ, ეს უფრო ძნელი ამბავი იქნება, ვინემ ერთხელ შელახული რეპუტაციის აღდგენა... ნეტავ კი ფეიკი იყოს...
მ.ტ.
15 ივნისი 2020 17:03
5
იმედია საბოლოოდ გაკოტრდება ცსკა ;)
reali isev moigebs ligas tu vars gaauqmeben
15 ივნისი 2020 17:00
5
ამაზე სულელური კომენტარი არ მინახავს არსად, პეტრე ბაგრატიონი რა შუაშია
Zura
15 ივნისი 2020 16:58
2
ვინც აპრავებთ სასაცილოა. მაგრად ტეხავს გავიძახით ოკუპანტია და სამხედრო!!! გუნდში გადადის. წარმატება, ჯობდა სხვაგან წასულიყო
გურამი
15 ივნისი 2020 16:56
6
2008 წელს შემოდგომაზე, კობიაშვილი შალკე შეუცვლელი მოთამაშე იყო. და უცებ გაზპრომმა გააფორმა დიდი ხელშეკრულება მასთან, მაიკებზე დღემდე გაზპრომი აწერიათ. ლევანმა პირველი თამაში პროტესტის გამო არ ითამაშა. არავინ იცის რის ფასად...
Alexandre
15 ივნისი 2020 16:53
2

სიახლეები პოპულარული