შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული, ბერძნული, თურქული და ესპანური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოველებმა თოკოს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კალათბურთელთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის საკითხები.

შენგელია 2019/20 წლების ევროლიგის სეზონში საშუალოდ 15,9 ქულას, 5,6 მოხსნასა და 2,9 გადაცემას აგროვებდა. თოკო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბასკონიას" რიგებს იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო.

მკითხველის კომენტარები / 114 /
არ მეგონა, თუკი ოდესმე ჩვენს წამყვან კალათბურთელზე (როგორიც თოკო შენგელიაა) ასეთ სიახლეს გავიგებდი... ნამდვილად არ გამიხარდა და ვერც წარმატებებს ვერ ვუსურვებ საკლუბო კარიერაში...
სიმართლე
15 ივნისი 2020 15:46
16
რა ხალხი ხართ ვინც აღშფოთებული გულშემატკივრის პოსტებს არ იწონებთ?! თოკოს მოსკოვის "სანაგვეთში" გადასვლა ზუსტავს ასახავ იმას რაც ჩვენ ხალხს ჭირს! ვერ გაგვირჩევია მტერი და მოყვარე, ყველაფერი მოსულათი ვცხოვრობთ, მერე რა ხალხს რომ გვიხოცავენ, მიწას გვართმევენ?! სამაგიეროდ ჩვენი ღვინო მიაქვთ და ბევრი ფული შემოდის, ბევრი ტურისტიც ჩამოვა, ბევრს შეჭამენ-დალევენ და ქვეყანაც გავმდიდრდებით...ვაი ჩვენს თავს! თოკო ყველაფერი კარგი ესპანურმა კალათბრურთმა მოგცა, გულშემატკივარს უყვარდი და პატივს გცემდა, განა ღირდა მაგ ლამაზი ქვეყნიდან წასვლა ამ მოსკოვში? თუ გგონია რომ ვინმე დაგაფასებს და პატივს გცემს ძალიან ცდები!რატომ ვერ ხვდები რომ მაგ ჯიშთან მარტო სპორტი არაა საქმე, გაგრევენ პროპაგანდაშიც და იწვნენ საკუთარ თავზე... მე კი გისურვებ ცხოვრებაში წარმატებებს და სიკეთეს, მაგრმამ უნდა იცოდე რომ ქართველებს მაგრად გვატკივე გული...
პაატა
15 ივნისი 2020 15:44
14
ყველას სახელით ნუ ლაპარაკობ! მე პირადად გამიხარდა მისი მსოფლიოს უძლიერეს გუნდში გადასვლა, თანაც შემეძლება მისი თამაშის ყურება დარბაზში.
მოღალატე ქართველი)
15 ივნისი 2020 16:30
26
ძალიან სამწუხაროა! თანაც ოკუპანტი ქვეყნის ოკუპანტი არმიის გუნდში...!
ვერ გამიხარდება მისი გუნდის წარმატებები და მისი კარგი თამაშიც - 31 წლის ასაკამდე მტერს უნდა ემსახურო... ძალიან სამწუხაროა...
უკრაინელები გვჯობნიან ღირსეული პოზიციით, როცა რუსულ გუნებში თამაშზეა საუბარი.
სასურველია, რომ ეს წერილები მივიდეს მასთან.
გიორგი
15 ივნისი 2020 15:33
14
40 milion in a Ukrainian kirimi erti gasrolis gareshe datmo ase rom moeshvi am marazms.
Niko
15 ივნისი 2020 18:43
15
ტფუი......... სიტყვები ზედმეტია.
roma bejanidze
15 ივნისი 2020 15:33
12
თუ ევროლიგის ან ჩემპიონთა თასის მოგება გინდოდა რეალთან ერთად ვერ მოიგებდი? რუსული არმიის გუნდში თამაში არჩიე,რისთვის? ქართველი რეალში!რამხელა სახელი იქნებოდა ქვეყნისთვის.გულდასაწყვეტი და გაუგებარია!ამის მერე საქართველოს ნაკრების კაპიტანი როგორ უნდა იყო?
ნუკრი
15 ივნისი 2020 15:26
15
მერე ფული???))))
გიორგი
15 ივნისი 2020 19:40
0
სიხარბეს საზღვარი არ აქვს.

სხვა ახსნას ვერ პოულობ რუსულ არმიაში რატომ უნდა გადასულიყო. რუსები სპეციალურად აძლევენ უზარმაზარ, ხანდახან შეუსაბამოდ დიდი თანხას ასეთებს, რათა მსოფლიოს აჩვენონ რომ აი, შეხედეთ, ქართველს უნდა რუსეთში, უკრაინელს უნდა...
საფეხბურთი კლუბ ზენიტშიც ხომ წაიყვანეს უკრაინის ნაკრების მცველი (აწ უკვე ყოფილი) 5 მილიონი რომ მისცეს.
ჯერი
15 ივნისი 2020 15:23
12
სადაც არ უნდა იყო თოკო წარმატებას გისურვებ. ამოვიდა ყელში სპორტის და პოლიტიკის არევა. შენზე კარგად არავინ არ იცის რა გამოგადგება კარიერაში. მხოლოდ წინსვლას გისურვებ
თორნიკე
15 ივნისი 2020 15:22
74
ანუ შენ ამბობ, რომ რუსულ არმიაში რომ წახვალ სათამაშოდ სპორტს და პოლიტიკას გამიჯნავ ერთმანეთისგან ? ან აზრზე არ ხარ რა ხდება საერთოდ, ან შეიძლება სპეციალურადაც წერ, რომ რუსული პროპაგანდის საქმე აკეთო საქართველოში. ორიდან ერთია.
გიორგი
15 ივნისი 2020 15:54
3
ამოვიდა ყელში პოლიტიკის და სპორტის არევაო რომ წერ შენ გგონია შენგელიას კრიტიკა პოლიტიკაა? საქართველოს დაქუცმაცება და მიტაცება სპორტის და პოლიტიკის არევაა? საქართველოს განადგურება რომ უნდა რუსეთს (მისი არმიას) და იმ არმიის გუნდში მიდიხარ ეს პოლიტიკის და სპორტის არევაა?შენგელიას ეს ნაბიჯი ელემენტარულად საკუთარი ქვეყნის უპატიცემულობაა და უთავმოყვარეობაა, რომელიც ზოგიერთ ქართველს ნამდვილად არ აკლია.
ჯერი
15 ივნისი 2020 15:50
12
სადაც ხარ,კარგად ხარ და თუ მაინც და მაინც უკეთესი გინდა,რეალიც გეპატიჟება.განა რამდენით მეტი უნდა მოგცეს ცსკამ?ესპანეთის ლიგა ხომ საუკეთესოა.
სოსო
15 ივნისი 2020 15:22
9
ვერავინ დავიჯერებთ რომ სხვა რომელიმე გუნდში ვერ გადახვიდოდი თოკო. თუ არადა ნუ გადახვიდოდი საერთოდ, მარა რუსულ არმიელების რიგებში გამარჯვებისათვის ნუთუ რომელიმე ქართველი გიგულშემატკივრებს? ჩვენზე არც კი გიფიქრია გეტყობა. თუ ჩვენ არ ვარსებობთ შენთვის, იმ დღიდან როცა არმიელების ფორმას ჩაიცმევ შენც აღარ იქნები ჩვენი კუმირი. მინიმუმ ნაკრებ ის კაპიტანი აღარ უნდა იყოს. ჩემზე რომ იყოს ნაკრებშიც აღარ მინდა შენი ხილვა. მაგრად დაგვწყვიტე გული. სიყვარული და ზიზღი ძალიან ახლო ცნებებია იცოდე.
G.LA
15 ივნისი 2020 15:19
7
დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გადავიდოდა, მაგრამ ძალიან გამიცრუვდა იმედი. მე, როგორც გულშემატკივარს, ნამდვილად მერჩივნა ბასკონიაში დარჩენილიყო ვიდრე რუსეთში გადასულიყო. რაც არ უნდა კარგი პირობები ჰქონდეს და ძლიერი კლუბი იყოს,მაინც გულსატკენი სიახლეა
: )))))))
15 ივნისი 2020 15:17
6

სიახლეები პოპულარული