სხვადასხვა რუსული, ბერძნული, თურქული და ესპანური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოველებმა თოკოს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კალათბურთელთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის საკითხები.
შენგელია 2019/20 წლების ევროლიგის სეზონში საშუალოდ 15,9 ქულას, 5,6 მოხსნასა და 2,9 გადაცემას აგროვებდა. თოკო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბასკონიას" რიგებს იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო.
ვერ გამიხარდება მისი გუნდის წარმატებები და მისი კარგი თამაშიც - 31 წლის ასაკამდე მტერს უნდა ემსახურო... ძალიან სამწუხაროა...
უკრაინელები გვჯობნიან ღირსეული პოზიციით, როცა რუსულ გუნებში თამაშზეა საუბარი.
სასურველია, რომ ეს წერილები მივიდეს მასთან.
სხვა ახსნას ვერ პოულობ რუსულ არმიაში რატომ უნდა გადასულიყო. რუსები სპეციალურად აძლევენ უზარმაზარ, ხანდახან შეუსაბამოდ დიდი თანხას ასეთებს, რათა მსოფლიოს აჩვენონ რომ აი, შეხედეთ, ქართველს უნდა რუსეთში, უკრაინელს უნდა...
საფეხბურთი კლუბ ზენიტშიც ხომ წაიყვანეს უკრაინის ნაკრების მცველი (აწ უკვე ყოფილი) 5 მილიონი რომ მისცეს.