სხვადასხვა რუსული, ბერძნული, თურქული და ესპანური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოველებმა თოკოს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კალათბურთელთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის საკითხები.
შენგელია 2019/20 წლების ევროლიგის სეზონში საშუალოდ 15,9 ქულას, 5,6 მოხსნასა და 2,9 გადაცემას აგროვებდა. თოკო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბასკონიას" რიგებს იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო.
ანუ გულშემატკივარზე ერთი წუთითაც არ უფიქრია,არადა როგორ ველოდებოდი ბასკონიას თამაშებს,ეხლა არმიელებს როგორ უნდა ვუქომაგო თოკოოო??
ვინც კიდევ აქ იმას წერს, რომ პოლიტიკას და სპორტს ნუ ავრევთ ერთმანეთშიო, პირდაპირ რუსულ პროპაგანდას ემსახურება.
თორნიკე შენგელია კიდევ ძალიან ცუდ დღეში იგდებს თავს. მის მიმართ დიდი და ხანგრძლივი ნეგატივუ გაჩნდება ქართველ გულშემატკივარში. არ მგონია ასე მარტივად დაავიწყდეს ეს ამბავი ქართველ გულშემატკივარს (უმეტესობას ვამბობ. რუსული პროპაგანდის აპოლოგეტებზე არ ვსაუბრობ რა თქმა უნდა. რუსეთის პოპაგანდისტები აქ ალბათ დაგვიწერენ, რომ სპორტი სხვაა პოლიტიკა სხვაა).
აბა შენ იცი. ახალი პეტრე ბაგრატიონი უნდა გახდე "რუსული არმიისთვის" DDDDDDDD