შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული, ბერძნული, თურქული და ესპანური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოველებმა თოკოს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კალათბურთელთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის საკითხები.

შენგელია 2019/20 წლების ევროლიგის სეზონში საშუალოდ 15,9 ქულას, 5,6 მოხსნასა და 2,9 გადაცემას აგროვებდა. თოკო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბასკონიას" რიგებს იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო.

მკითხველის კომენტარები / 114 /
TOKO EG TU SIMARTLEA MASHIN ARMIELEBIS KLUBS AR DASJERDE MARTO MAGAT ARMIASHIC CHAECERE .. TI RUSETIS ARMIIS KLUBSHI ITAMASHEBS SAKARTVELIS NAKREBSHI ARC GAMISCORDEBA TOKOS NAXVA .. VAI PATRIOTEBI VART CHVEN CHVENI KVEYNIS AK EXLA GAMOXTEBIAN TA TLIKINS DAICYEBEN SPORTIO ESAO ISAO EG KLUBI RUSETIS ARMIAS EKUTVNIS VINC CHVEN GVXOCAVS DXESAC .
dati
15 ივნისი 2020 14:43
13
სიხარბეს საზღვარი არ აქვს.

სხვა ახსნას ვერ პოულობ რუსულ არმიაში რატომ უნდა გადასულიყო. რუსები სპეციალურად აძლევენ უზარმაზარ, ხანდახან შეუსაბამოდ დიდი თანხას ასეთებს, რათა მსოფლიოს აჩვენონ რომ აი, შეხედეთ, ქართველს უნდა რუსეთში, უკრაინელს უნდა...
საფეხბურთი კლუბ ზენიტშიც ხომ წაიყვანეს უკრაინის ნაკრების მცველი (აწ უკვე ყოფილი) 5 მილიონი რომ მისცეს.
ჯერი
15 ივნისი 2020 15:23
12
თორნიკე არ გააკეთო ეგ!!!! ვერანაირი ფული ვერ გადაწონის იმ სირცხვილს რაც ამ შემთხვევაში გემუქრება!!! 30 ვერცხლი შენთვის ეგ ხელფასი იქნება! მაგ არმიის ნაწილები დგანან ენგურზე და შიდაქართლში და 400 000 ქართველ იარაღის მუქარით არ უშვებენ საკუთარ სახლებში. შენი როგითი გულშემატკივარი!!!
გიორგი
15 ივნისი 2020 20:36
7
სამწუხაროდ დღევანდელ გაუმაძღარ ქართველებს კიდევ ერთი დაემატა, რაც მეტი აქვთ უფრო მეტი უნდათ, მაგარი გაჭირვებული იყო ეგრე რო დახარბდა? მაგრამ გამოავლინა ხასიათი, რუსებმაც ორმაგად მოიგეს, მიიღეს ტოპ კლასის მოთამაშე, კიდევ ერთხელ დაგვანახეს რო ბევრი ქართველი ფულის გულისთვის ყველაფერს იკადრებს, და პოლიტიკა არაფერ შუაშიაო არ დაიწყოთ ეხლა.
პედრო
15 ივნისი 2020 19:57
10
ქართული ჯიგარი ვერ გქონია,სამწუხაროა
შეგიძლია მანდ დარჩე და მაგათ არმიაჩიც ჩაეწერო
15 ივნისი 2020 18:28
7
უპრინციპო ერი ვართ. იციან რუსებმა, რომ ჩვენი ყიდვა შეიძლება და იმიტომაც არ გვეშვებიან.
ჯერი
15 ივნისი 2020 15:09
6
მახსოვს 1989 წელს 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტა ახალი მოხდარი იყო და ჭადრაკის სასახლის გვერდზე საკალათბურთო დარბაზში დინამო მოსკოვის ცსკა-ს ხვდებოდა, ფაქტიურად მშვიდობიანი დემონსტრანტების დამრბევეთა სპორტულ გუნდს, ბიჭები მაგარი გაბრაზებულები იყვნენ და როგორც კი ერთ-ერთი არმიელი უდიერად მოიქცა, მთელმა დინამოს გუნდმა ცემა-ტყეპა დაუწყო ცსკა-ს გუნდს, იქ ვიყავი და მახსოვს, განსაკუთრებით აქტიურობდა მაშინ 17 წლის კახა შენგელია, თორნიკეს მამა, რომელიც თავის კბილა გოგო-ბიჭების დახოცვით მაგრად იყო გაცოფებული, ასობით ფანი მოედანზე გავვარდით, ზოგი ვაშველებდით და ზოგი კი არმიელებს უარესად ვურტყამდით, საბოლოოდ დატოვა მოედანი ცსკა-მ, მერე ძალით დააბრუნეს, ნირწამხდარ არმიელებს 20 ქულიანი ჰანდიკაპი დავუქაჩეთ და მოვიგეთ-----მერე მგონი წაგება ჩაეთვალა დინამოს-----ეს გამახსენდა და მაგრად მიკვირს თორნიკეს იმ გუნდში გადასვლა, ვითომ არ ეხსომებათ ის ამბავი ამ დედამოხნულ ოკუპანტებს?!
გიორგი დოხნაძე
15 ივნისი 2020 20:02
1
უპრინციპო ერი ვართ მხოლოდ სადღეგრძელოებში ვართ პატრიოტები, ქვეყანა რომელიც საზოგადოებით არის დასახლებული და არა ნახირით ისეთ ობსტრუქციას მოუწყობდა შენგელიას რომ კალათბურთის ფედერაცია მეორეჯერ ნაკრებში აღარ გამოიძახებდა სათამაშოდ. სჯობს ჯგუფში ბოლო ადგილზე იყო ვიდრე უგულშემატკივრო უპრინციპო, გამყიდველ, ფულზე დახარბებული არსებებით დაკომპლექტებულ ნაკრებს. შენი ქვეყნის დამბომბავი, ამაოხრებელი ქვეყნის არმიის გუნდის ღირსებას რომ დაიცავ უბრალოდ ნეხვი ხარ
dinamo
15 ივნისი 2020 19:15
7
ვერავინ დავიჯერებთ რომ სხვა რომელიმე გუნდში ვერ გადახვიდოდი თოკო. თუ არადა ნუ გადახვიდოდი საერთოდ, მარა რუსულ არმიელების რიგებში გამარჯვებისათვის ნუთუ რომელიმე ქართველი გიგულშემატკივრებს? ჩვენზე არც კი გიფიქრია გეტყობა. თუ ჩვენ არ ვარსებობთ შენთვის, იმ დღიდან როცა არმიელების ფორმას ჩაიცმევ შენც აღარ იქნები ჩვენი კუმირი. მინიმუმ ნაკრებ ის კაპიტანი აღარ უნდა იყოს. ჩემზე რომ იყოს ნაკრებშიც აღარ მინდა შენი ხილვა. მაგრად დაგვწყვიტე გული. სიყვარული და ზიზღი ძალიან ახლო ცნებებია იცოდე.
G.LA
15 ივნისი 2020 15:19
7
დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გადავიდოდა, მაგრამ ძალიან გამიცრუვდა იმედი. მე, როგორც გულშემატკივარს, ნამდვილად მერჩივნა ბასკონიაში დარჩენილიყო ვიდრე რუსეთში გადასულიყო. რაც არ უნდა კარგი პირობები ჰქონდეს და ძლიერი კლუბი იყოს,მაინც გულსატკენი სიახლეა
: )))))))
15 ივნისი 2020 15:17
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული