ჩვენთან მოდის შენგელია - რუსული მედია აღფრთოვანებულია!

AutoSharing Option

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას ცსკა-ში გააგრძელებს. championat-ზე შენგელიას მოსკოვურ გუნდში შესაძლო გადასვლას ვრცელი წერილი მიუძღვნა ჟურნალისტმა ალეკსეი ფალკომ.

ცსკა-ს ისტორიაში ყველაზე ეფექტური შემადგენლობა ჰყავს. აგიხსნით, რატომ

მიიჩნევდნენ, რომ შენგელიას რუსეთისადმი ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ქართველი მოსკოვში გამოემგზავრება. თორნიკე ჯეიმსთან და მილუტინოვთან ერთად მძლავრ შემადგენლობას ჩამოაყალიბებს

ცსკა-მ "ბასკონიას" მძიმე ფორვარდ თორნიკე შენგელიასთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა. ამის თაობაზე ბერძნულმა გამოცემა SDNA-მ გვაუწყა და რიგმა ევროპულმა წყარომაც დაადასტურა.

"ბასკონიასთან" შენგელიას კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული,
რომლის გამოსასყიდად ცსკა დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის. თანხა შეიძლება უფრო მცირეც იყოს, ახლა უკანასკნელი დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს.

შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ოფიციალურად მხოლოდ მომავალ თვეში გამოაცხადებენ, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატი დასრულდება. მიუხედავად კორონავირუსისა, პირინეებზე ჩემპიონატის 17 ივნისისთვის განახლება გადაწყვიტეს. შენგელია გამომშვიდობების წინ შეეცდება, "ბასკონიას" ტიტული მოაგებინოს, თუმცა ქვეცნობიერად უკვე ცსკა-ს მოთამაშე იქნება.

შენგელიასადმი ცსკა-ს ინტერესზე ინფორმაცია კარგა ხანია ვრცელდებოდა, თუმცა საქმე შეთანხმებამდე არ მიდიოდა. ამბობდნენ, რომ ქართველი ცუდად იყო რუსეთის მიმართ განწყობილი და ამიტომ არანაირ ტრანსფერზე საუბარიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამის თქმისას თითქოს თორნიკეს მიერ მედიაში გაკეთებულ ნეგატიურ განცხადებებს ეყრდნობოდნენ, მაგრამ რუსეთის მიმართ მის ინტერვიუებში შეურაცხმყოფელი საძიებო სისტემაში არაფერი იძებნება და ეს ყველაფერი მოგონილს ჰგავს.

ცსკა-სთან მატჩების შემდეგ შენგელია არაერთხელ მეგობრულად გაესაუბრა ანდრეი ვორონცევიჩსა და "არმიელთა" სხვა კალათბურთელებს. ცნობილმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქართველ კალათბურთელს რუსეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

"არმიელები" ევროპის უძლიერესი ტურნირის ყველაზე სასარგებლო 6 მოთამაშიდან 3-ს მიიღებენ! სხვადასხვა დროს ცსკა-ში ბევრი ვარსკვლავი თამაშობდა, მაგრამ 2019/20 წლების სეზონის შემადგენლობა მართლაც უძლიერესი იქნება. არც ერთი მთავარი შემსრულებელი 30 წლის არაა: ჯეიმსი - 29 წლის, მილუტინოვი - 25 წლის და შენგელია - 28 წლის. სამივეს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და ასე გამოდის, მოსკოვში სერიოზულად და დიდი ხნით მოდიან.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცსკა-ს დაკომპლექტება არ დასრულებულა. ევროლიგის ტოპ-მოთამაშეებს, კოსტას სლუკასსა (ფენერბახჩე) და ნიკ კალატესს (პანათინაიკოსი), შესაბამისად, "ოლიმპიაკოსსა" და "ბარსელონაში" უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას, მაგრამ მათი ტრანსფერები ჯერ არ განხორციელებულა. ადრე ცსკა-ს მათდამი დაინტერესებაზე საუბრობდნენ და ვინ იცის, რა მოხდება უახლოეს მომავალში. ჯეიმსის, შენგელიასა და მილუტინოვის გარდა, გუნდში აგრეთვე კლაიბერნი, კურბანოვი, ჰეკეტი და ფოგტმანი არიან, რომელთა როტაციაში დამატებაზე უარს არც ერთი მწვრთნელი არ იტყოდა. განსაკუთრებით მძლავრად წინა ხაზი გამოიყურება. თუ მხედველობაში წმინდა სათამაშო ასპექტებს მივიღებთ, გუნდის კაპიტნის, ჰაინსის წასვლა უკვე პრობლემას არ წარმოადგენს.

ცსკა-ში იქნება ყველაზე ეფექტური ცენტრი და ევროლიგის საუკეთესო მომხსნელი მილუტინოვი. პლუს, სარგებლიანობის მხრივ მეორე მძიმე ფორვარდი შენგელია (თავის პოზიციაზე მას მხოლოდ "ბარსელონას" სუპერვარსკვლავი მიროტიჩი სჯობია), უნივერსალური თავდამსხმელი კლაიბერნი და შესანიშნავი გამთამაშებელი, მეოთხე ნომერი ფოგტმანი, რომლის სამქულიანები "არმიელთა" მეტოქეების ძლიერი თავსატკივარი გახდება. უკანა ხაზში ტოპ-მოთამაშის დამატება დმიტრის იტუდისის გუნდს საერთოდ ევროპულ "დრიმ ტიმად" აქცევს.

რამდენადაც ძლიერები უნდა იყვნენ ესპანური გრანდები "რეალი" და "ბარსელონა" და თურქული "ანადოლუ ეფესი" შეინ ლარკინის ხელმძღვანელობით, ბუკმეკერები, დიდი ალბათობით, ცსკა-ს 2020/21 წლების სეზონის ფავორიტად მიიჩნევენ. ახლა მხოლოდ სეზონის დაწყებას უნდა დაველოდოთ, რომელიც გვპირდება, რომ ძალიან ღირსშესანიშნავი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 35 /
რაზე ვკამათობთ? საქართველოს ნაკრების კაპიტანს გულზე, რომ რუსეთის არმიის გერბი არ უნდა ეკეთოს ეს საკამათოა??? ვაი ჩვენ თავს:(((
სულ ჩავქიმეთ
00:17 17-06-2020
2
არასდროს არ იქნება საქართველოში ერთობა. გაიხსენეთ ერეკლეს დრო. ნახევარი საქართველო თურქეთთან და ირანთან შეერთებას ურჩევდა. ეხლა არ მითხრათ ცუდად მოიქცა ერეკლე რუსეთს რომ შეუერთდაო.
გრიგოლ1408
13:14 16-06-2020
11

myquiz

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული