თორნიკე შენგელია: "ბასკონიასთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაზე ვფიქრობ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ "ლიგა ენდესას" ბოლო ეტაპის დაწყების წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და კომენტარი მოსკოვის ცსკა-ში სავარაუდო ტრანსფერზე გააკეთა.

"რაც შეეხება ჩემს სხვა კლუბში ტრანსფერს, მე "ბასკონიასთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და კონცენტრირებული ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაზე ვარ.

სიამოვნებაა ლუკასა (ვილდოსა) და ჯეისონის (გრანგერი) დაბრუნება და მათთან ერთად თამაში. ორივე ძალიან მოტივირებულია და ამ ტურნირის მოგებაში უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლიათ.

მიმაჩნია, რომ "ბილბაო ბასკეტთან" გასამართი მატჩი ძალიან რთული იქნება და გამარჯვების მოსაპოვებლად 100%-ით დახარჯვა მოგვიწევს", -
თქვა შენგელიამ.

ესპანეთის უმაღლესი საკალათბურთო ჩემპიონატის ბოლო ეტაპი რეგულარული სეზონის მიხედვით გამოვლენილი 12 საუკეთესო გუნდის 2 ჯგუფად დაყოფასა და 4-თან ფინალის თამაშს გულისხმობს. შენგელიას გუნდს ქვეჯგუფში მოწინააღმდეგეებად "ბარსელონა", "ხუვენტუდი", "უნიკახა", "ბილბაო" და გიო შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფე" ჰყავს.

მომზადებულია lavanguardia.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
არ უარყო, როგორც ჩანს გამორიცხული არაფერია.
ushangi
22:06 18-06-2020
0
თუ ფეხბურთის და რაგბის თამაში შეიძლება რუსულ კლუბებში კალათბურთელმა რატო არ უნდა ითამაშოს, უცნაური ხალხი ვართ ქართველები...
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული