შერმადინმა 19 წუთში 10 ქულა ჩააგდო - გუნდელებმა მხარი ვერ აუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კორონავირუსის გამო მარტში შეჩერებული ესპანეთის ჩემპიონატი ახალი ფორმატით განახლდა - ორ ექვსგუნდიანი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გავა.

ლიგა ენდესა შემჭიდროვებულ ვადებში ვალენსიაში ჩატარდება და ორ კვირაში დასრულდება.

დღეს, 17 ივნისს, A ჯგუფში გიორგი შერმადინის ტენერიფეს "იბეროსტარი" მის ყოფილ გუნდ "უნიკახასთან" დამარცხდა - 70:83.

შერმადინმა 18:46 წუთში 10 ქულა (9-დან 2 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 9 გახლდათ.

19 ივნისს, "იბეროსტარი" თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გიომ 9-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ნებისმიერ შემთხვევაში,ეს ძალიან ცოტაა.რაც აქ ფრაგმენტებია დადებული,ისე ადვილად უშვებდნენ,რომ ეტყობა, გუნდი სხვებზე უარესად არის მომზადებული.იმედია სწრაფად ათამაშდებიან.
სოსო
19:49 18-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული