ქართველების დიდებული მატჩი - შენგელიას 21 ქულა, შერმადინის ორმაგი დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა ენდესას ფინალური ეტაპის A ჯგუფის მეორე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" 79:72 დაამარცხა.

ქართველები პარკეტზე საუკეთესოები იყვნენ:

შენგელიამ 31 წუთში 21 ქულა (10-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 გახლდათ და მატჩის MVP გახდა.

შერმადინმა 26:38 წუთში 18 ქულა (13-დან 7 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 11 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23 იყო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანამემამულეს
ჩამორჩა. შეხვედრაში ორმაგი დუბლი მხოლოდ მან შეასრულა.

2 ტურის შემდეგ "ბასკონია" 2 მოგებით ჯგუფს "ბარსელონასთან" ერთად ლიდერობს, ხოლო "იბეროსტარი" უქულოდაა.

21 ივნისს ლიდერების მატჩია - "ბასკონია" - "ბარსელონა". იმავე დღეს "იბეროსტარი" ასევე უქულოდ მყოფ "ბილბაოს" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები შენგელიას... ეროვნული ნაკრების კაპიტნობა, ეროვნული ნაკრების კვართი სხვა პასუხისმგებლობაა, როცა ეროვნული დროშისფერ კვართს იცვამ ეს მხოლოდ შენ და შენს ეკონომიკურ კეთილდღეობას არ ნიშნავს, ეროვნული ნაკრების წევრობა, მითუმეტეს კაპიტნობა მთელი ერის კუთვნილებაა, და არა მარტო 1 პიროვნების. ვერ წარმომიდგენია გორგოძე, ნარიაშვილი, ფაჩულია, კობიაშვილი, კალაძე მსგავს სიტუაციაში...გამორიცხულია...როდესაც ეროვნული ნაკრების რიგითი ფეხბურთელი, კალათბურთელი, რაგბისტი, ჩოგბურთელი არ ხარ და ე.წ. მხედრობის მხედართმთავრად ითვლები ალბათ მეტი დაფიქრება გმართებს! კიდევ ერთხელ პროფესიულ წარმატებებს ვუსურვებ ძალიან კარგ კალათბურთელს.
segestrya
14:55 20-06-2020
2
დიქსონს თუ შემგელიაზე "მეტად"წართველად მიიჩნევ ზნაჩიტ ფეხბურთელები მაკრების რომლებიც რუსულ პრემიერლიგაში თამაშობენ მაგათთანაც გაქვს ქართველობაზე კითხვები(თან თოჯო ჯერ არ გადასილა ცსკში)რა ქნან კვიპროსს და ყაზახეთს ჰობია ლიგა რეალურად აქ პოლიტიკა არაა საჭირო,სპორცმენია და თავისი კარიერისთვის რაც უკეთესია იმას აკეთებს ყველა(წერა ადვილია კლავიატურახზე ;)
L.J.
14:00 20-06-2020
9

სიახლეები პოპულარული