"ეგ პარკეტზე გააკეთე, გაიგე?!" - "ბასკონიას" მწვრთნელმა შენგელიას უყვირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიტორიის "ბასკონია" "უნიკახას" წინააღმდეგ ლიგა ენდესის ნახევარფინალში გასვლისათვის უმნიშვნელოვანეს მატჩს ატარებდა, როცა მეორე და მესამე მეოთხედების მიჯნაზე ბასკების წინააღმდეგ მეტოქემ 18:0-ზე გაქცევა აჩვენა და "ბასკონიას" მთავარმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა ტაიმ-აუტი, ფაქტობრივად, თორნიკე შენგელიას დასატუქსად აიღო.

მწვრთნელმა კალათბურთელებს შედარებით მშვიდად მიმართა: "რასაც თქვენ აკეთებთ, როგორც თამაშობთ, ნამდვილად წაგება გინდათ!" ამას თოკოს ჟესტი მოჰყვა და ივანოვიჩმაც ტონს აუწია:

"ეგ პარკეტზე გააკეთე, გაიგე?! თოკო, ეგ პარკეტზე გააკეთე!" შენგელიამ კი მწვრთნელს მსაჯებთან დალაპარაკებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი დამრიგებლისთვის აღარაფერი უთქვამს.

თამაშის ბოლო წამები კიდევ უფრო
დაძაბული გამოდგა, თუმცა "ბასკონიამ" მაინც მოიგო და შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფეს" დახმარებით ლიგა ენდესის ნახევარფინალში გავიდა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინც სპორტი იცის ყველა მიხვდება რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მომენტია სპორტში და აქ საგანგაშო არაფერია
beqnuma
25 ივნისი 2020 15:54
0
hey toko in the game, on the court not here

თამაშში გააკეთე ეგ პარკეტზე, აქ არაო. არსად აქ ნახსენები არ არის გაიგე ბიჭო და მსგავსი რამ :))
გაიგე არ უთქვამს
25 ივნისი 2020 00:42
0
მე არ ვიცი რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთში, მაგრამ ეს კარგი მწვრთნელობა არ არის. ასეთ რამეს მშობლები აღარ კადრულობენ შვილის მიმართ. მწვრთნელი ვინ ჩემი ფეხებია ასეთი რამის უფლება რომ მისცეს თავის თავს.
გიო58
24 ივნისი 2020 20:04
24
როგორც ჩანს, რეალურ სპორტთან(ან რაიმე სხვა სფეროსთან) შეხება არ გქონია. ბევრად უფრო მკაცრად ესაუბრებიან და ექცევიან მწვრთნელები სპორტსმენებს, განსაკუთრებით ვარჯიშებზე. სხვაგვარად არც გამოვა. დაყვავებით და მოფერებით საქმე არ კეთდება. ვინც ასეთ ქცევას ვერ ეგუება, მისგან რიგითი სპორტსმენიც ვერ დადგება.
გიო58-ს
25 ივნისი 2020 12:20
0
რაო? ცსკაზე ნუ ფიქრობო...
jokovich
24 ივნისი 2020 19:32
5
ეტყობა რომ კარგი ტრენერია! აშკარად მისცა მოტივაცია!
п
24 ივნისი 2020 18:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული