eurobasket-მა თორნიკე შენგელია ცსკა-ს შემადგენლობაში შეიყვანა

AutoSharing Option
eurobasket.com-ზე ცსკა-ს მომავალი სეზონის შემადგენლობა გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულშია.

eurobasket-ის ვერსიით "არმიელთა" ძირითადი შემადგენლობა ასეთია: დანიელ ჰეკეტი, ნიკიტა კურბანოვი, იოჰანეს ფოგტმანი, თორნიკე შენგელია, ნიკოლა მილუტინოვი.

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ კონფერენციაზე თქვა, რომ ანდრეი ვორონცევიჩის გუნდიდან წასვლა იმაზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა შენგელიას გადაბირებას.

შეგახსენებთ, შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც 28 ივნისს "ვალენსიას" შეხვდება.
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 37 /
Mარკოიშვილიც თამაშOბდა ცსკაშI.მაშინ არ აგიტეხიათამნავი.მეორე Kომუნისტების დრო კიარაა.ცესკა კერძო კლუბია.და არმია რა შუაშIA.კაცს წინსვლააქ Dა რაქნას?ყველა როგო გახდება პატრიოტი?გეგონება Oმიდან ვერ Gამოყავდათ .არ Dაგავიწყდეთ მილიონი ქართVელი ცხოვრობს რუსეტშI და MოსკოვშI40პროცენტი რა ბედნიერაბა MათთVის თU იცით თოკოს ყურება DარბაზშI?ცოტ დავიქრდით სანამ პრტყელ შIტყვებს იტყვით.
Mosexoneli
01 ივლისი 2020 08:10
0
ავტორ! სანამ საბოლოოდ არ გადაწყდება რჩება თუ მიდის საერთოდ ნუღარ გამოაქვეყნებთ ამ საკითხზე სტატიას და ნუღარ დააგლიჯავთ ნერვებს მკითხველს, ეს გეხებათ ყველა ქართულ საიტს. გასაგებია რომ უცხოური პორტალიდანაც გავიგებთ, მაგრამ ქათულ საიტზე წაკითხული განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ხომ ხედავთ!!..
მამელუქი
27 ივნისი 2020 21:05
3
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თავად თორნიკე კომენტარს არ აკეთებს, ნუ, სავარაუდოდ, სათქმელიც არაფერი აქვს... კალათბურთის ფედერაცია და სპორტის მესვეურები გატრუნულები არიან და არც დამსახურებული სპორტსმენები და ცნობადი სახეები აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. მე მართლა მაინტერესებს - მხოლოდ რიგითი გულშემატკივარისთვის აქვს მნიშვნელობა, ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის რიგებში გაწევრიანდება, თუ ალქაიდასი?!...
მ.ტ.
27 ივნისი 2020 20:03
3
თU სპორტი გაინტერესებს ცსკ Eვროპის გარანდია რაც Mაგ.ფეხბურთშI ივენტუსი ან Bაიერნი და ჭIნ გადადგმული ნაბიჯი Aრაა?ეროპIს მოგების შHანსი აქ KარიEრAშI.და არ წავიდეს?
Mosexoneli
01 ივლისი 2020 08:02
0
ოხოხოხოოო, რამდენი პატრიოტი გვყოლია კომენტარებში ? )) აქ თორნიკეს საყვედურობენ და მერე ამათი უმრავლესობა წავა და არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" მისცემს ხმას, ლუსტრირებულ კოლაბორაციონისტებს და რუსული ბალალაიკის ჰანგებზე მობუქნავეებს )))))
korben dallas
27 ივნისი 2020 18:37
16
ვახტანგ კიკაბიძის საქციელი ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს ვისაც ქართველი ჰქვია.
ილია
27 ივნისი 2020 17:46
11
ვახტანგ კიკაბიძემ 90-ში რაც ჩიდინა გეტყობა ის არ იცი
A
27 ივნისი 2020 20:15
3
2008 წლამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? თუ როგორაა ჩვენი საქმე ისტორიას რო ვცვლით როგორც გვინდა.
bokinio
27 ივნისი 2020 19:11
0
არ მჯერავს ეს ამბავი არაა ტოკო ეგ კაცი მაგას ვერ ხვდებოდეს და ეგ გააკეთოს. თუ მაინც სიმართლე აღმოჩნდა თავს ისე ვიგრძნობ როგორც უილიამ ვოლასი ფილმიდან მამაცი გული, შოტლანდიის მეფე რო უღალატებს
ალექს
27 ივნისი 2020 17:43
7
აღარ მიყვარხარ თოკო, ფულზე გაგვცვალე.
Status quo
27 ივნისი 2020 17:28
16
Ნამდვილად თავს ვერ დავდებ რომელიმე სპორტსმენის პიროვნულ თვისებებზე, რომელსაც არ ვიცნობ, კობიაშვილი როგორც მახსოვს ალანიაში თამაშობდა 1998 წელს და მაშინ რუსეთთან საომარ მდგომარეობაში არ ვიყავით. Თან არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი რა დატვირთვაა გულშემატკივრისთვის ამის ახსნა უხერხულია მგონი. Აქ კაპიტანზეა ლაპარაკი, ეროვნული ნაკრების კაპიტანზე. Წამყვან მოთამაშეზე, მაგალითის მიმცემზე, პატარა გულშემატკივრები და მომავალი თაობა რომ გიცქერს და ცდილობს ისიც მსგავსი იყოს ამაზეა საუბარი. Ძალიან კარგად მესმის სპორტული კარიერა ძვირფასია ძალიან, ახალგაზრდული წლებიც უძვირფასესია,მაგრამ ისიც მახსოვს არაერთი ახალგაზრდა, რომელებმაც ეროვნულ ღირსებასა და ნამუსს ყველაზე ძვირფასი რაც კი გააჩნდათ, სიცოცხლე შესწირეს
Segestrya
27 ივნისი 2020 16:19
5
მე მიყვარდა და ვგულშემატკივრობდი ნაკრების კაპიტან შენგელიას, ალბათ უარს ამბობს ნაკრებში თამაშზე... სხვანაირად წარმოუდგენელია! სამწუხაროა! კიდევ ერთხელ ჩაიხედა და ჩაგვახედა სარკეში, უთავმოყვარო და ფულს დახარბებულ სიფათებს რომ ირეკლავს!
გიგა
27 ივნისი 2020 15:59
10
არაკაც კობიაშვილს ადარებს ზოგიერთი თოკოს.თუ მართლა გადავიდა რუსეთის სამხედრო კლუბში ჩინსაც მიიღებს და მილიონებსაც.სამაგიეროდ დაკარგავს გულშემატკივრების უმეტესობას,რადგან მანქურთები ჩვენს ქვეყანაში არ უყვართ.ღვთისა და სამშობლოს სიყვარული საამაყო და არა ფულის.
888
27 ივნისი 2020 15:49
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული