კალათბურთი

ლეგიონერები

matchtv: ცსკა შენგელიას ტრანსფერს ამ კვირაში გამოაცხადებს

AutoSharing Option
რუსული ტელეკომპანია matchtv მოკლედ და კონკრეტულად აანონსებს საქართველოსა და "ბასკონიას" კაპიტან თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას:

"ცსკა-მ "ბასკონიას" ფორვარდ თორნიკე შენგელიასთან პირადი კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმა.

ტრანსფერის შესახებ განცხადება ამ კვირაში გაკეთდება.

ამასთან, "არმიული" კლუბი არ გაუგრძელებს ხელშეკრულებას ანდრეი ვორონცევიჩს".

"ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც ხვალ, 30 ივნისს, "ბარსელონას" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ