ივანოვიჩი: გავიგებთ, შენგელიაა უკეთესი თუ მიროტიჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ლიგა ენდესა ახალი ფორმატით განახლდა და სენსაციებიც შემოგვთავაზა - ფავორიტი "რეალი" ჯგუფში ჩარჩა, ხოლო "ბასკონია", რომელიც სეზონის პირველ ნახევარში დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა, ფინალში გავიდა და ოქროს მედლების მოსაპოვებლად "ბარსელონას" შეხვდება.

ლიგა ენდესის თასის პრეზენტაციაზე ვიტორიელთა მწვრთნელი დუშკო ივანოვიჩი შენგელიასთან ერთად მივიდა, ხოლო "ბარსელონას" თავკაცმა სვეტოსლავ პეშიჩმა თან ანტე ტომიჩი იახლა.

ივანოვიჩმა განაცხადა, რომ ბევრი რამ ევროპის საუკეთესო მძიმე ფორვარდების - შენგელიასა და ნიკოლა მიროტიჩის ორთაბრძოლაზე იქნება დამოკიდებული.

"გავიგებთ, რომელია უკეთესი. თანამედროვე ევროპულ კალათბურთში სულ უფრო და
უფრო მნიშვნელოვანნი მობილური მოთამაშეები ხდებიან, "დიდები" კი აქტუალურობას კარგავენ.

"ბარსელონა" ძლიერი გუნდია, რომელიც ცდილობს, მეტოქის იერიშები ჩაშალოს და ჩვეულად თამაშის საშუალება არ მისცეს. ეს მათი უპირველესი სტრატეგიაა და ამას კარგად ახერხებენ. ჩვენ ადაპტირება და შეტევების საშუალება უნდა მოვნახოთ. მათ შეტევაში ბევრი ვარიანტი აქვთ", - ციტირებს ივანოვიჩს Eurohoops-ი.

"ბასკონიასა" და "ბარსელონას" მატჩი დღეს, 30 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორ დავიჯერო რომ ამ ყველაფრის მერე ნბა-ს რომელიმე კლუბი მსუყე კონტრაქტს არ შესთავაზებს თოკოს წელიწადში 10 მილიონით?! ცსკა ში გადასვლა რა აუცილებელია ვერ ვხვდები
ჯიმშერ
12:47 01-07-2020
0
ჩვენ ვიცოდით,სხვებმა კი გაიგეს.
სოსო
10:18 01-07-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული