ივანოვიჩი: გავიგებთ, შენგელიაა უკეთესი თუ მიროტიჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ლიგა ენდესა ახალი ფორმატით განახლდა და სენსაციებიც შემოგვთავაზა - ფავორიტი "რეალი" ჯგუფში ჩარჩა, ხოლო "ბასკონია", რომელიც სეზონის პირველ ნახევარში დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა, ფინალში გავიდა და ოქროს მედლების მოსაპოვებლად "ბარსელონას" შეხვდება.

ლიგა ენდესის თასის პრეზენტაციაზე ვიტორიელთა მწვრთნელი დუშკო ივანოვიჩი შენგელიასთან ერთად მივიდა, ხოლო "ბარსელონას" თავკაცმა სვეტოსლავ პეშიჩმა თან ანტე ტომიჩი იახლა.

ივანოვიჩმა განაცხადა, რომ ბევრი რამ ევროპის საუკეთესო მძიმე ფორვარდების - შენგელიასა და ნიკოლა მიროტიჩის ორთაბრძოლაზე იქნება დამოკიდებული.

"გავიგებთ, რომელია უკეთესი. თანამედროვე ევროპულ კალათბურთში სულ უფრო და
უფრო მნიშვნელოვანნი მობილური მოთამაშეები ხდებიან, "დიდები" კი აქტუალურობას კარგავენ.

"ბარსელონა" ძლიერი გუნდია, რომელიც ცდილობს, მეტოქის იერიშები ჩაშალოს და ჩვეულად თამაშის საშუალება არ მისცეს. ეს მათი უპირველესი სტრატეგიაა და ამას კარგად ახერხებენ. ჩვენ ადაპტირება და შეტევების საშუალება უნდა მოვნახოთ. მათ შეტევაში ბევრი ვარიანტი აქვთ", - ციტირებს ივანოვიჩს Eurohoops-ი.

"ბასკონიასა" და "ბარსელონას" მატჩი დღეს, 30 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა დონეზეა ქართველი, რამხელა რაღაც არის რომ დავუკვირდეთ:) ყოჩაღ თოკო! საამაყო კაცი ხარ ქართველებისთვის.
შოთა
15:58 30-06-2020
4
იძახეთ ახლა ცსკა შმესკა ხო ხედავთ დღეს ევროპაში რაზეა საუბარი მირპტიჩი შენგელიას დაპირისპირება ეს უკვე დიდი აღიარება ევროპს კი არა მსოფლიო მასშტაბით თოკო კი სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან ვუგულშემატკივრებ ღმერთი შენსკენ თოკო იფრინე რუსეთში და დაანგრიე ფარები და ქალები დავაი ჩაურთე ურაგან დვა.
vova
18:09 30-06-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული