![](https://sportall.ge/pictures/image31/663c38f02fe53d169d887b161c649a96.jpg)
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ლიგა ენდესას ფინალში "ბარსელონას" 69:67 სძლია და ჩემპიონი გახდა, ამ მატჩის წინ კი ვიტორიული გუნდის მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა თქვა, რომ ბევრი რამ მძიმე ფორვარდების - შენგელიასა და ნიკოლა მიროტიჩის დუელზე იქნებოდა დამოკიდებული და გაიგებდნენ, რომელია უკეთესი კალათბურთელი. გაიგეს კიდეც.
ახლახან ესპანეთის ჩემპიონატის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარებულმა მიროტიჩმა as-ის აზრით, სეზონის ყველაზე საშინელი მატჩი ჩაატარა.
"მარკა" აღნიშნავს, რომ მიროტიჩი მთელი სეზონი ჩემპიონატის მთავარი გმირი იყო, ოღონდ უკანასკნელი შეხვედრის გამოკლებით, რომელშიც უმწეოდ გამოიყურებოდა.
საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე თორნიკემ პარკეტი დაატოვებინა და "ბარსა" და მიროტიჩი ტიტულის გარეშე დატოვა.
![თორნიკე შენგელიამ მიროტიჩი გააგდო და მინუსში გადააგდო Sportall.Ge](/pictures/artimages/original/d383202359c930d1073994ab9e643db2.jpg)
მიროტიჩის სარგებლიანობის კოეფიციენტი "ბასკონიასთან" მატჩში მინუს ერთი იყო.
მაგრამ რუსული ცეესკა არა რა, თან რუსული არმიის სპორტული კლუბი, მაგ გუნდს წარმატებას ნამდვილად ვერ ვუსურვებ!