კირილენკო: შენგელიასა და მილუტინოვის ცსკა-ში გადმოსვლამ არ გამაკვირვა

AutoSharing Option
რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ განაცხადა, რომ ცსკა-ში ქართველი მძიმე ფორვარდის, თორნიკე შენგელიასა და სერბი ცენტრის, ნიკოლა მილუტინოვის გადასვლა გაკვირვებას არ იწვევს.

"ცსკა-ში შენგელიასა და მილუტინოვის გამოჩენა მე არ მაკვირვებს, მათ გადაბირებას უკვე კარგა ხანია ცდილობდნენ. მით უმეტეს, რამდენიმე მოთამაშის და მათ შორის, გუნდის კაპიტნის, კაილ ჰაინსის წასვლის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ "არმიელები" გაძლიერდებოდნენ", - ციტირებს კირილენკოს "Р-Спорт"-ი.

championat-ი ამტკიცებს, რომ შენგელიამ მოსკოვურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

სხვათა შორის, ადრე კირილენკომ გაიხსენა, რომ პეტერბურგის "სპარტაკში" თორნიკეს მამასთან, კახა
შენგელიასთან ერთად თამაშობდა, ხოლო "ბრუკლინში" - თორნიკესთან:

"ჩვენთან კახა შენგელია თამაშობდა და თორნიკესთანაც ვითამაშე. ბავშვები უკვე გაიზარდნენ, ღმერთო! დრო გადის და რა თქმა უნდა, ასეთ მომენტებს განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებ, განსაკუთრებული სითბოთი".

მკითხველის კომენტარები / 13 /
კიკუუუუუ, ფული ბაბაია ფული!!
))))
07 ივლისი 2020 11:35
0
არანაერი მნიშვნელობა არა აქვს სად ითამაშებს.რაღაც არ მახსენდება რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებზე რამე ეთქვას ვუნმეს, ცეესკა კი არა რაც გინდა ის ერქვას ეს სპორტული გუნდია ჯარის ნაწილი კი არა.ეგ ადრე იყო იქ ვინც თამაშობდა ყველას რაღაც სამხედრო წოდება ქონდა, წავიდა ის დრო მორჩა.რუსეთის არმიის გენერლობას თორნიკეს არვინ მისცემს.ევროლიგის მოგება თუ უნდა სულ სამი გუნდია ეგეთი მაქსიმუმ 4. ჰოდა იქ ითამაშებს ვინც მიიწვია არც რეალი არც ფენერბახჩე და არც ოლიმპიაკოსი არ ეძახის და ძალით აეკიდოს?????????????????????
ლევანი
05 ივლისი 2020 20:08
3
რებს ამბობტ ცსკა ეუროპის უდზლიერესი გუნდია რა ჰუაჰია პოლიტიკა მიდი მიაცეკი დაუმტკიცე რუსებს ჰენი დზლიერობა
lekso kutaisi
04 ივლისი 2020 19:08
5
შენგელია ყველას უყვარს მაგაზე არავინ დავობს,მაგრამ რამდენი კლუბია მსოფლიოში(ევროპაში) და რაღა მაინცდამაინც არმია?
ვახო
03 ივლისი 2020 16:47
6
ვახო მესმის თქვენი გულისტკივილი, მეც გეთანხმებით, მაგრამ ვინ შესთავაზა, რომელმა სხვა კლუბმა და არ წავიდა იქ???!!! დღეს მსოფლიოს ყველა კლუბს გაუჭირდა ფინანსურად, ბევრი კლუბი ბანკროტი გახდა, კლუბები ცუდი სიტუაციიდან გამომდინარე ტრანსფერზე აყენებენ გუნდს ლიდერებს, რომ მოაგვარონ ფინანსური პრობლემები!!! რეალზე იყო ლაპარაკი ( თუ მართლა იყო და არ იყო ჭორი) და როგორ გგონიათ, მიახლოებული პირობებიც , რომ შეეთავაზებინათ თოკოსთვის არ დარჩებოდა ესპანეთში???!!! თოკოს არის პროფესიონალი მის საქმე, ბიზნესი და თითქმი ყველფერი არის კალათბურთი!!! ის სულ უნდა ვითარდებოდეს და ერთ ადგილზე არ უნდა დარჩეს , ამის გაკეთება ჯერ კიდევ შეუძლია!!! მას საქართველოს სიყვარულში ნუ შევეჯიბრებით, ის ჩვენი სამშობლოს პატრიოტი ადამიანია!!!
დათო
03 ივლისი 2020 18:28
0
თორნიკე ქალებს არ გადაყვე, ვიცი მე კარგად მოსკოვების და კიევების ამბები
Megreli
03 ივლისი 2020 15:25
4
... მოდი ღვინო აღარ გავაგზავნოთ რუსეთში, არც ბორჯომი, არც ხილ-ბოსტნეული!!! დაზარალდეს ღვინის ქარხნები, დარჩეს უმუშევარი ათასობით ადამიანი, გაღატაკდეს ქართველი გლეხი ბოლომდე!!! დაიქცეს ქვეყანა!!! პროტესტი გამოუცხადოთ ბოლომდე!!! სპორტსმენები, რომელთაც დიდი არჩევანი არ აქვთ ნუ წავლენ რუსულ ლიგებში სათამაშოდ, სხვა ქვეყნები თუ არ იწვევენ, აქ დარჩნენ ჩვენს ლიგებში და განვითარებაზე არ იფიქრონ!!! ასე მოვიქცეთ???!!! თოკო შენგელია სულით , გულით ნამდვილი ქართველია!!! სხვა კლუბს, რომ შეეთავაზებინა მიახლოებული პირობები და ნაკლებიც, მაგალითად ,,რეალს'' , ის არც დაფიქრდებოდა და დარჩებოდა ესპანეთში!!! თოკო არის პროფესიონალი, მისი საქმე არის კალათბურთი, მან ჩვენზე უკეთასად იცის , როგორ მოიქცეს, სად წავიდეს სათამაშოდ და სად ასახელოს თავისი ქვეყანა!!! სამშობლოს სიყვარულში, მოდი ნუ შევეჯიბრებით!!! ბარსელონას, რომ მოუგო, საქართველოს დროშა აიღო და ყველა ფოტოს გადაღების დროს დროშას ასწრებდა, რომ ფოტოში მოხვედრილიყო საქართველო!!!
დათო
03 ივლისი 2020 15:10
9
თოკო ყველაფერი კარგი შენსკენ ეს 3 წელი იმდენი ფინანსები დააგროვე მთელი ცხოვრება უზრუნველი გეცხოვროს შენ იმსახურებ ამ ყველაფერს ცსკას დარბაზში ფარები დაგელეწოს და ქალებიც დაგენგრიოს სამტრედიული ფესვები არ დაივიწყო. ღმერთი გფარავდეს
samtredski
03 ივლისი 2020 13:52
12
როცა არ გიჭირს, არ გშია რა ძალამ უნდა წაგიყვანოს ოკუპანტი ქვეყნის არმიის კლუბში?!
გამოდის რომ უყვარს თავისი ქვეყანა, მაგრამ...?
გიორგი
03 ივლისი 2020 13:47
17
რუსული არმიის სორტულ კლუბში გადასვლა სასიამოვნო არ არის (რბილად რომ ვთქვათ), მაგრამ სასიამოვნოა კირილენკოს ასეთი თბილი სიტყვები და ზოგადი განწყობა ქართველების მიმართ. კალათბურთელიც ძალიან მაგარი იყო და ადამიანიც კარგია!
ირაკლი
03 ივლისი 2020 12:26
1
აბსოლუტურად გეთანხმები, ჩემი სათქმელი სთქვი ფაქტიურად. ცსკა-ში შენგელიას ხილვა არც მე მესიამოვნება, მაგრამ კირილენკოს კარგი განწყობა ქართველების მიმართ ადრეც ცნობილი იყო. ამიტომ გადავწყვიტე რომ თოკოს პიროვნულად ვუგულშემატკივრებ, ხოლო ცსკას-არა!
qomagi
03 ივლისი 2020 14:27
2
ეჰ რამდენი ძალით პატრიოტი ყავს ამ ქვეყანას, ნეტა შენგელიას გავდეთ პატრიოტობაშიც დ ყველაფერში
Ultranationalist
03 ივლისი 2020 12:05
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული