თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

altარის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა



მკითხველის კომენტარები / 86 /
რა თქმა უნდა შეიცვლება. სათამაშოდ გუნდები დაილია თუ ვინმე უარს იტყვის თქვენნაირ პროფესიონალზე.
მაია
07 ივლისი 2020 11:18
9
და ვინ თქვა ნაკრებში თამაშზე უარი? მაგას თუ წერ უნდა დააკონკრეტო მაინც, თორე გამოდის რო ყველა მოთამაშეს ეჭქვეშ აყენებ.
პ.ს. პერსონალურად ვუგულშემატკივრებ თოკოს ისევე, მაგრამ წითელარმიელების გუნდს ვერა.
იმედია ყველა ტურნირის MVP გახდება თოკო და ამავდროულად ცეესკა ყველა ტურნირს წააგებს.
ასევე კაპიტნის სამკლაურიც უნდა ჩამოერთვას.
GATUZO
07 ივლისი 2020 11:11
13
დააცალეთ კაცს თამაში და ცხოვრება. არავის საქმე არ არის, თუ სად ითამაშებს. ახლანდელ ცსკაში ერთი-ორი რუსი თამაშობს და ისინიც სულ სათადარიგოთა სკამზე სხედან.დ საერთოდ შევეშვათ ამ ვაიპატრიოტიზმს და გულზე მუშტების ბრაგუნს. ნუ გვშურს სხვისი წარმატება და ნუ ვითვლით სხვის ფულებს. წარმატებები თოკოს!!!
გია
07 ივლისი 2020 14:29
20
კიკუს თემაა. ფულის გამო ყველაფერი მოსულა.
საქარ უპირვ ყოვლ
07 ივლისი 2020 11:04
17
მიდიი თოკო შებერეეე!!!
c
07 ივლისი 2020 11:03
34
ჩემს თვალწინ გაიზარდე და ვიცი რა მაგარი კაცი ხარ. ნეტა შენნაერი ქართველი და პატრიოტი ბევრი ყავდეს საქართველოს. ჩვენი სიამაყე ხარ! ზოგ ზოგიერთებივით ნაკრებში თამაშზე უარს რომ არ იტყვი მოგონილი მიზეზებით, თუ ამის უფლება ევროლიგამ მოგცა, მაგაში დარწმუნებული ვარ. ღმერთმა სულ გამარჯვებული გატაროს.
სტუმარი
07 ივლისი 2020 11:03
34
ძაან მიყვარს ეს კალათბურთელი, გამორჩეულია აშკარად და ამაზე ვამყარებთ იმედებს მაგრამ ერთი ფაქტია - რუსული არმიის გუნდში აგრძელებს თამაშს...:(:(:(
sormona
07 ივლისი 2020 10:58
3
აი გუნდის შემადგენლობას რომ შეხედავ, სულ არმიელებითაა დაკომპლექტებული, ხილარდი, ვოიტმანი, ხეკეტი, მილუტინოვი, ჯეიმსი, აი კლაიბერნი საერთოდ არმიის გენერალი ყოფილა. რამდენიმე რუსი თამაშობს და ისინიც სკამზე უნდა იჯდნენ. მაგ მიდგომით ლოკომოტივი რუსეთის რკინიგზის გუნდია, დინამო რუსეთის შსს-ს და ა.შ. მოდი რა პოლიტიკას და სპორტს ნუ აურევთ ერთმანეთში, ბიჭს შანსი აქვს ევროლიგის ჩემპიონი გახდეს და რატომ უნდა თქვას უარი?
სტუმარი
07 ივლისი 2020 11:14
44
რა თქმა უნდა არ შეიცვლება თოკო! წარმატებები და ვაიპატრიოტებს და კალათბუტთის არ მცოდნეებს არ დაუგდო ყური!!!!
Joko
07 ივლისი 2020 10:48
54
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული