თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

altარის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა



მკითხველის კომენტარები / 86 /
ისევ მჯერა რო თოკო მაგას არ გააკეთებს და ისეთივე უსაყვარლეს კალათბურთელად დარჩება ყველა ქართველისთვის, თუ არა - მაგის არჩევანია...აი ამ ქვემოთ აღნიშნული გმირი ადამიანის თანამემამულეს რუსი კომენტატორი რო "არმიელად" მოიხსენიებს - ამან რა შეიძლება აფიქრებიბნოს ადამიანს? თუ იქ უნდა ვამტკიცოთ მერე რო არა ეს პატრიოტია უბრალოდ ევროლიგის მოგება უნდა და რუსის ჯაში კარგი კონტრაქტი შეთავაზესო?
"""""უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს"""".
Irakli D
07 ივლისი 2020 15:31
10
იური ძიძიგური,თბილისი სპი-სა და თბილისის დინამოს ცენტრალური თავდამსხმელი,აფხაზ რუსებმა,საკუთარ სახლში დახვრიტეს,გაგრაში.
სოსო
08 ივლისი 2020 20:21
1
მოგწონთ არა, ეს ფაქტია და ასეც იქნება. ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ სომეხი აზერბაიჯანულ გუნდში ითამაშებს, მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ და როდესაც მტერი ყოველდღე ტერიტორიებს გვართმევს, ხალხს იტაცებს და მთელი ისტორიის მანძილზე სულში გვაფურთხებს, რა უჭირს მერე, ჩვენ ხომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ! რა გაუჭირდა მაგის ფასი, სხვა უამრავი ვარიანტი ქონდა. ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ ასეთი უჯიგრო ქართველები. მე კი უფლება მაქვს მას აღარ ვუგულშემატკივრო და შეუძლია და ვისურვებდი რომ არც საქართველოს ეროვნული ფარმა ატაროს ჩვენს ნაკრებში
შეიცვლება და საკმაოდ ნეგატიურადაც
07 ივლისი 2020 14:15
4
ჩემს თვალწინ გაიზარდე და ვიცი რა მაგარი კაცი ხარ. ნეტა შენნაერი ქართველი და პატრიოტი ბევრი ყავდეს საქართველოს. ჩვენი სიამაყე ხარ! ზოგ ზოგიერთებივით ნაკრებში თამაშზე უარს რომ არ იტყვი მოგონილი მიზეზებით, თუ ამის უფლება ევროლიგამ მოგცა, მაგაში დარწმუნებული ვარ. ღმერთმა სულ გამარჯვებული გატაროს.
სტუმარი
07 ივლისი 2020 11:03
34
მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არ მესმის რატომ უნდა გადავიდეს ქართველი სპორტსმენი რუსეთის არმიის კლუბში, მაგრამ მაინც ამის გამო ადამიანის მოძულება და ზედმეტი კრიტიკა და არიქა გამყიდველად გამოცხადება სისულელე და ძალიან არასწორი მგონია. არც შენგელიას პატრიოტიზმში მეპარება ეჭვი.
ჯერი
07 ივლისი 2020 11:38
24
თუ გადავიდა მაშინ მიმიფურთხებია მისი "უანგარო" სიყვარულისათვის ქვეყნის მიმართ.მე მაინც მგონია,რომ ეს ყველაფერი მამამისის გაუმაძღარობის შედეგია.ავოეეეე,რუსეთის არმიის პრაპორშიკს!რატომ?ფული გაკლია?
888
07 ივლისი 2020 16:10
5
ვინ უფრო გიყვარს? პუტინი, ლავროვი თუ გავრილობი? ტფუი
roma bejanidze
07 ივლისი 2020 12:24
10
და ვინ თქვა ნაკრებში თამაშზე უარი? მაგას თუ წერ უნდა დააკონკრეტო მაინც, თორე გამოდის რო ყველა მოთამაშეს ეჭქვეშ აყენებ.
პ.ს. პერსონალურად ვუგულშემატკივრებ თოკოს ისევე, მაგრამ წითელარმიელების გუნდს ვერა.
იმედია ყველა ტურნირის MVP გახდება თოკო და ამავდროულად ცეესკა ყველა ტურნირს წააგებს.
ასევე კაპიტნის სამკლაურიც უნდა ჩამოერთვას.
GATUZO
07 ივლისი 2020 11:11
13
დააცალეთ კაცს თამაში და ცხოვრება. არავის საქმე არ არის, თუ სად ითამაშებს. ახლანდელ ცსკაში ერთი-ორი რუსი თამაშობს და ისინიც სულ სათადარიგოთა სკამზე სხედან.დ საერთოდ შევეშვათ ამ ვაიპატრიოტიზმს და გულზე მუშტების ბრაგუნს. ნუ გვშურს სხვისი წარმატება და ნუ ვითვლით სხვის ფულებს. წარმატებები თოკოს!!!
გია
07 ივლისი 2020 14:29
20
საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რომელ გუნდში ითამაშებს, მაგრამ ჩემი საქართველოს , ეროვნულ საკალათბურთო გუნდში! რუსული არმიის კლუბის წევრს რომ დავინახავ,გავუჭენებ თავში კვერცხებს !!!დიდება საქართველოს!!!
დევკალიონი
07 ივლისი 2020 21:19
10
აბა ახსენით, ჩემს კომენტარებს რატომ არ დებთ. რუსულ ჯარს რომ შევაგინე /ასე - ....../, მაგიტომ? შენგელიასადმი დამოკიდებულება კი აუცილებლად შეიცვლება. საერთოდ, ფულის გამო კადრულობენ ხოლმე რაღაცებს, აბა, ყველა მკარდებელს სამშობლო კი არ ეზიზღება.
ვვვ
07 ივლისი 2020 19:57
5
ბიჭოოოო, შე დალოცვილო უამრავი კლუბია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რაღა ეს ოკუპანტები აირჩიე?! რა ცსკა რის ცსკა? შენ ხარ დღეს საქართველოს ელჩი მსოფლიოსთვის, შენ უნდა იყო მაგალითი პატრიოტიზმის, ბარე ორი ვერაა ისეთი ცნობადი სახე როგორც შენ ხარ და რა ეშმაკი შეგიძვრა მაგ თავში? რაზე ფიქრობ საერთოდ? ახლა იტყვით, სად სპორტი და სად პოლიტიკაო. შემოგყურებს მთელი საქართველო და ძალიან გთხოვთ, ფულზე და ტიტულებზე ნუ გაცვლი ჩვენი ინტერესებს. თოკო, დაიმახსოვრე ძმაო არაფრად არ ღირს მაგ კლუბში გადასვლა, თუკი მთელმა საქართველომ უნდა გაგინოს და გლანძღოს, არ გიღირს რა. თუ მაინც გადახვალ, ნამდვილად არ იქნება საქართველოს პატრიოტი! თუ მაინც გადახვალ ე.ი. საერთოდ არ გაქვს წარმოდგენა არც სამშობლოზე და არც მის ისტორიაზე.
ალექსანდრე მურჯიკნელი
07 ივლისი 2020 14:10
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული