საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.
"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.
ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.
წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.
თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.
რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.
პ.ს. პერსონალურად ვუგულშემატკივრებ თოკოს ისევე, მაგრამ წითელარმიელების გუნდს ვერა.
იმედია ყველა ტურნირის MVP გახდება თოკო და ამავდროულად ცეესკა ყველა ტურნირს წააგებს.
ასევე კაპიტნის სამკლაურიც უნდა ჩამოერთვას.