საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.
"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.
ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.
წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.
თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.
რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.
"""""უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს"""".
სპორტს და პოლიტიკას უტვინო ხალხი თუ დაუკავშირებს ერთმანეთს.
სადაც მეტს გადაგიხდიან, სადაც მეტი შანსი გექნება ტიტულების მოგების, რათქმაუნდა იქ უნდა გადახვიდე. სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია.
წარმატებები, ქართელ უტვინო ხისთავიანებს თუ რამის თქმა უნდათ, აქედან კი ნუ იფხორებიან პირში გითხრან სათქმელი ამ ქათმებმა.
რა თქმა უნდა, ამის გამო ადაამიანს ვერ მოვიძულებთ, მაგრამ კრიტიკაც აღარვ ვთქვათ? ამ აშკარად ანგარებითი და ჩემთვის პირადად შეურაცხმყოფელი ნაბიჯის გამო ეხლა კიდე თავზე ხელი გადავუსვათ შენგელიას, რა პრობლემაა მიდი კაცო კაი ბიჭი ხარო? ა? გამაგებინეთ ერთი.
დარწმუნებული ვარ აქაც ბევრია ისეთი, თორნიკეს მორალს უკითხავს კომენტარებში, პატრიოტიზმის გრძნობას უწუნებს, სამ თვეში კი გატანტალდება და 41-ს შემოხაზავს.
გაიგეთ ხალხო, ამ თქვენი რევანშისტული განწყობების რუსულ თამაშში ჩაგვითრიეთ მთელი ქვეყანა. პუტინის ერთი რიგითი ოლიგარქის სიყვარულით საქართველო "გააკრასნოდარეთ" და ამის მერე შენგელიას საყვედურობთ ?
შეგირცხვათ ნამუსი მართლა და მართლა !!!