თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

altარის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა



მკითხველის კომენტარები / 86 /
ჯიგარო, შენ მაგაზე არ იდარდო!
სპორტს და პოლიტიკას უტვინო ხალხი თუ დაუკავშირებს ერთმანეთს.
სადაც მეტს გადაგიხდიან, სადაც მეტი შანსი გექნება ტიტულების მოგების, რათქმაუნდა იქ უნდა გადახვიდე. სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია.
წარმატებები, ქართელ უტვინო ხისთავიანებს თუ რამის თქმა უნდათ, აქედან კი ნუ იფხორებიან პირში გითხრან სათქმელი ამ ქათმებმა.
korben dallas
07 ივლისი 2020 12:11
50
რამდენჯერ მოგიწევს რუსეთის ჰიმნზე დგომა შენ დათვალე და იმედია რასაც მაშინ იგრძნობ იმით მაინც მიხვდები სად წახვედი.
David
07 ივლისი 2020 12:10
9
ცსკას პრეზიდენტი ვინაა? პუტინი თუ ლავროვი
papa
07 ივლისი 2020 12:09
6
შენ ჩვენთვის გმირი ხარ და გმირად დარჩები! აქ კომენტარებში ვიღაცეები "კიკუს" რომ ახსენებენ, დარწმუნებული ვარ, რუსებმა მილიონები კი არა, რამდენიმე ათასი რომ შესთავაზონ, სულ კუნტრუშით გაიქცევიან რუსეთში, ასე რომ, ყველას არ უნდა უსმინო და შენს საქმეს როგორც წაადგება, ისე უნდა მოიქცე, თორემ ესენი ვერ მოისვენებენ, სანამ არ გაგაკოტრებენ და მერე დაგიძახებენ "პატრიოტს" დაწყნარებული ეგოთი!
#
07 ივლისი 2020 12:08
42
მახსოვს ამის პირველი ნაბიჯები დიდ კალათბურთში. ამისგან დიდი კალათბურთელი რომ დადგებოდა კოჭებშივე ეტყობოდა. მეგონა სულ ჭკვიანად წაიყვანდა თავის კარიერას, მგრამ რუსული არმიის გუნდი თან 25 წლის ასაკში უკვე ფულზე გაყიდვას ნიშნავს. ძალიან დიდ პატივს გცემდი თოკო, მაგრამ მაშინ ყველა უნდა დაბრმავდეს უგონოდ რომ შენს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვალოს. მოკლედ, რაც სათქმელია ხალხი ისედაც იტყვის ამას, დავიღალე რა უკვე მერამდენე რუსეთზე გაყიდული ადამიანი
ტომი
07 ივლისი 2020 11:58
12
მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არ მესმის რატომ უნდა გადავიდეს ქართველი სპორტსმენი რუსეთის არმიის კლუბში, მაგრამ მაინც ამის გამო ადამიანის მოძულება და ზედმეტი კრიტიკა და არიქა გამყიდველად გამოცხადება სისულელე და ძალიან არასწორი მგონია. არც შენგელიას პატრიოტიზმში მეპარება ეჭვი.
ჯერი
07 ივლისი 2020 11:38
24
ნუ გექნება ილუზია, რომ შენს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება!
ფულის გამი, პატრიოტი ადამიანი ოკუპანტის გუნდში არ უნდა გადავიდეს!
მითუმეტეს, რომ მშვენიერ კლუბში და ქვეყანაში ასპარეზობ!
არ დაიწყოთ ეხლა ფულის გამო არა და ბლა ბლა ბლაა....
თორნიკეს
07 ივლისი 2020 11:32
20
ეს მაგრად იცით ფულის გამო ... დიახ, ძალიანაც სასიამოვნოა როცა შენს გაკეთებულ საქმეს გიფასებენ და კარგად გიხდიან, მერე მეორე, ბასკონია ვერასდროს მოიგებს ევროლიგას, ცსკა კი ყოველ წელს ფავორიტია და თოკოსთან ერთად ხო საერთოდ ...
emre
07 ივლისი 2020 11:55
41
არ ქნა ეგ გთხოვ, მაგრად მახსოვს მარკოიშვილი რო გადავიდა ცსკა-ში უზომოდ გამიტყდა და ხალხის რეაქციაც ეგეთი იყო, ტიპმა კარიერა დაისრულა. შენც იგივეს ნუ იზამ, გთხოვ!
თოკო
07 ივლისი 2020 11:31
7
ღმერთმა კარგად გამყოფოს თოკო და ბევრი წარმატებისთვის მიგეღწიო ცხივრებაში!!! დამოკიდებულების შეცვლას რაც შეეხება, შენ რატომ უნდა შეგეცვალოს დამოკიდებუოება საკუთარი ხალხის ან ქვეყნის მიმართ?! მე პირადად აქვე გისურვე წარმატება და სიკეთე, მაგრამ ვერ მოვიტყუები რომ თოკოს გამო ცსკა-ს ვუგულშემატკივრებ ან მაგ გუნდის წარმატება გამიხარდება, ასე რომ თუ ამას დამოკიდებულების ცვლილება შეიძლება დაერქვას არ ვიცი. წარმატებები ქართულ კალათბურთს და ქართველ სპორტსმენებს!!!
პაატა
07 ივლისი 2020 11:30
2
ამას რომ ამბობს, თავადაც კარგად ხვდება, რომ შეიცვლება და შეიცვლება აბსოლუტურად სამართლიანად!
ცსკა-ს წევრობა იგივეა, რომ რუსული არმიის რიგებში მყოფმა სროლა დაუწყოს ქართველებს!!!
უშანგი
07 ივლისი 2020 11:25
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული