საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.
"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.
ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.
წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.
თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.
რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.
ფულის გამი, პატრიოტი ადამიანი ოკუპანტის გუნდში არ უნდა გადავიდეს!
მითუმეტეს, რომ მშვენიერ კლუბში და ქვეყანაში ასპარეზობ!
არ დაიწყოთ ეხლა ფულის გამო არა და ბლა ბლა ბლაა....
ევროპის კალათბურთის ერთ ერთი ცნობილი სახე ხარ და რაღა ეს საღორე აირჩიე...
ცსკა-ს წევრობა იგივეა, რომ რუსული არმიის რიგებში მყოფმა სროლა დაუწყოს ქართველებს!!!
ამის მერე იმ ადამიანებთან მეგობრობა თქვენ რად გაქცევთ???
ახლა შეხედეთ და დაინახეთ, როცა მთელი ევროპა სიამოვნებით მივიღებდი შენ კლუბში, როცა რეალის და ბარსელონას დამრცხებელი კლუბის კაპიტანი და ლიდერი ხარ... და მაინცდამაინც რუსეთში მიდიხარ და ისიც რუსეთის ცენტრალურ სპორტული არმიის კლუბში - მასეთი ადამიანის მიმართ სიბრალული და სიბრაზის გარდა მხოლოდ ზიზღს თუ იგრძნობ, მაგრამ ზიზღი შენვე განადგურება და ამიტომ მასზე მაღლა უნდა იდგეს! მაგრამ სიბრალული და სიბრაზე ვისაც არ გიჩნდებათ, არ ვიცი რა გელაპარაკოთ... ერთი აზერბაიჯანელი მაჩვენეთ სომხურ კლუბში ან პირიქით, ერთი პალესტინელი ებრაულ კლუბში ან პირიქით... აბა ჩვენ რა გვჭირს რატომ არ გვტკივა 300 ათასამდე ნატანჯ-ნაწამები ადამიანის ტკივილი - და-ძმად არ მიგვაჩნია, სკლეროზი გვაქვს თუ რამდენიმე ათეული ათასით მეტი ხელფასის გამო ეპატიება საქართველოს ნაკრების ახალ ლიდერს ეს ჩათლახობა?
პ.ს. ბოლო-ბოლო მამამისიც სპორტსმენი იყო, ახლა უკვე 50-თან ახლოს იქნება და მას მაინც არ რცხვენია???