
"ბასკონიამ" კონტრაქტი არ გაუგრძელა საქართველოს ნაკრების 32 წლის ნატურალიზებულ კალათბურთელ მეტ ჯენინგს (სიმაღლე 196 სმ), - იტყობინება ჟურნალისტი ჩემი დე ლუკასი "ტვიტერით".
ჯენინგი თავისუფალი აგენტი გახდა და ასპარეზობას სხვა გუნდში გააგრძელებს.
მან "ბასკონიაში" 3 სეზონი ჩაატარა, იქამდე კი "სიენას", "ანადოლუ ეფესის", "ლოკომოტივ-კუბანისა" და იერუსალიმის "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.