championat.com: "რუსული არმიის" კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ცსკა-ში შესაძლო გადასვლამ საქართველოსა და რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პორტალმა championat.com-მა გაკვირვება ვერ დამალა იმის გამო, რომ შენგელიას ტრანსფერით საქართველოში უკმაყოფილოები არიან. აღსანიშნავია, რომ წერილის ავტორი რომან დიომინი სათაურში თორნიკეს უკვე  მოსკოვური გუნდის ახალწვეულად მოიხსენიებს:

რუსული არმიის კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული
აგრესიული არაკეთილმოსურნეები აბსოლუტური უმრავლესობაა. რა არ არის ისე საქართველოში?

"საქართველოს სოციალური ქსელებისა და ინტერნეტსაიტების მომხმარებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც უახლოეს ხანში შეიძლება "ბასკონიადან" ცსკა-ში გადავიდეს.

"სირ­ცხვი­ლია, რუ­სუ­ლი
არ­მი­ის გერ­ბი რომ გვაქვს მკერ­დზე. იმ არ­მი­ის, რო­მე­ლიც შენს ქვე­ყა­ნას ბომ­ბავ­და", "მონური თვითდამცირება", "საზოგადოებისთვის სილის გაწნა", "შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, პოლიტიკა და სპორტი განუყოფელია, მტერი - ის ყველგან მტერია", - ციტირებს შენგელიას შესაძლო ტრანსფერზე მომხმარებელთა რეაქციას ინტერნეტპორტალი ambebi.ge.

უნდა ითქვას, ეს ყველაზე მკაცრი კომენტარები არაა. უარესებიც არის. უბრალოდ მათი აქ გამოქვეყნება "არაცენზურულობისა" და ზედმეტი აგრესიულობის გამო არამართებულია".

ავტორს აგრეთვე  crystalsport.ge-ზე გამოქვეყნებული კომენტარები მოჰყავს და აგრძელებს:

"ყველაზე დიდ ქართულ პორტალ sportall.ge-ზე გამოთქმული მოსაზრებები:

"სამწუხაროდ, პოლიტიკა მსოფლიოში ყველაფერზე ახდენს გავლენას. ჩემი ქვეყნის ნაკრებში არ მინდა ვიხილო კალათბურთელი, რომელიც რუსეთის სახელის განდიდებას ეცდება. შეიძლება ითქვას, რომ ცსკა უკვე კერძო კლუბია, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. "გაზპრომი" რუსული კლუბების სპონსორია. 2006 წელს მათ გაყინეს თბილისი. ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია, სადაც ენებება, იქ წავიდეს, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს უფლება აქვს, "რუსული არმიის კლუბის" წარმომადგენლებს აუკრძალოს მათი სახელით ასპარეზობა. ქართული სახელმწიფოს მტერი რუსეთია და არამარტო მისი მთავრობა (მთავრობას ხალხი ირჩევს).

"ვისმა არმიამ დაგლიჯა შენი სახელმწიფო ნაწილებად? როგორია არმიული გერბის ისტორია, რომელიც თამაშებისას შენს გულზე იქნება?".

"თუ ეს სიმართლეა და მართლა აპირებს ცსკა-ში გადასვლას, პირადად მე მისდამი ინტერესი დავკარგე და მეტად არ მინდა მისი სახელის გაგონება".

ამ საიტზე მომხმარებლებს პლუსების და მინუსების დასმა შეუძლიათ, რაც აუდიტორიის საერთო აზრის გაგების შესაძლებლობას იძლევა. შენგელიას მიმართ აგრესიულ კომენტარებს მუდმივად "აპლუსებენ" სამის ერთთან პროპორციაში (მაგალითად, 45 პლუსი 15 მინუსის წინააღმდეგ ან 75 პლუსი 25 მინუსის წინააღმდეგ).

კომენტარებში უმცირესობა მოუწოდებს, არ აურიონ ერთმანეთში სპორტი და პოლიტიკა, მიანიშნებენ იმაზე, რომ ცსკა შენგელიასთვის როგორც სათამაშო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს. თუმცა მათ უბრალოდ "ამინუსებენ". აი, ასე ჩაერია თორნიკეს სპორტულ კარიერაში პოლიტიკა.

კრიტიკოსებმა თითქოს დაივიწყეს, რომ რუსეთში რიგი ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. თანაც, ცსკა-ს კალათბურთელთა გუნდში არც ისე დიდი ხნის წინ ქართველი მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობდა - 2014/15 წლების სეზონში. მაშინ ასეთი აგრესიული რეაქცია არ შეინიშნებოდა. თუმცა შენგელია ელიტური დონის მოთამაშეა. ალბათ, თანამემამულეები ასე მკაცრად ამიტომ რეაგირებენ თორნიკეს იმ კლუბში გადასვლაზე, რომელიც რუსულ არმიასთან ასოცირდება".

altთორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა

altკირილენკო: შენგელიასა და მილუტინოვის ცსკა-ში გადმოსვლამ არ გამაკვირვა

altmatchtv: ცსკა შენგელიას ტრანსფერს ამ კვირაში გამოაცხადებს

alteurobasket-მა თორნიკე შენგელია ცსკა-ს შემადგენლობაში შეიყვანა

altშენგელია? შენგელია? შენგელია? - გომელსკის კონფერენციაზე კითხვები დააყარეს

altშენგელიასთან ცსკა-ს მოლაპარაკება საწყის სტადიაზეა

altsportall.ge-მ ცსკა-სგან შენგელიას შესახებ ოფიციალური პასუხი მიიღო

altჩვენთან მოდის შენგელია - რუსული მედია აღფრთოვანებულია!

altშენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

altმოსკოვის ცსკა-მ შენგელიას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო - "მას რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს"

altმოულოდნელი ცნობა: შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი დროის ამბავიაო...

მკითხველის კომენტარები / 62 /
შენგელიას სადაც უნდა იქ ითამაშოს, მაგრამ რუსული არმიის კლუბში გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებში მისი ადგილი აღარაა.
თემური
08 ივლისი 2020 12:45
13
მეგობრებო, ხალხო! სასტიკად წინააღმდეგი ვარ ცსკა-ში ან ნებისმიერ რუსულ გუნდში თოკოს გადასვლის, იმიტომ რომ თოკო სხვა დონეა კალათბურთში თუნდაც მარკოიშვილისგან განსხვავებით უფრო მეტად ვარსკვლავია. თოკო ჩვენი სიამაყეა, ნაღდი პატრიოტი და ქართველია სულით და გულით და რუსული არმიის ფორმით მისი დანახვა ნამდვილად დარტყმა იქნება ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ დააკვირდით სიტუაციას, მედალს აქვს მეორე მხარეც! თოკოს არათუ უკეთესი, საერთოს სხვა არცერთი ვარიანტი არა აქვს უფრო მაღალ დონეზე თამაშის! ,,რეალი" რამეს რომ აკეთებდეს ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ ცსკა-ს ვარიანტს გამორიცხავდა თოკო, ანუ ნბა-არა, რეალიც არა, სხვა საკალათბურთო მონსტრებიც დუმან და ამ ყველაფრის ფონზე თოკოს რჩება ერთი არჩევანი ,,ბასკონია" ან ,,ცსკა", ამ ორს შორის კი არჩევანი ყველა პლიუსის და მინუსის გათვალისწინებით ცსკას მხარეზეა, თანაც ცალსახად, თუმცა სამწუხაროდ!
ასე რომ რაც არ უნდა გულდასათუთქი იყოს ჩემთვის თოკოს ავადსახსენებელ ცსკა-ში თამაში, უნდა შევეგუო იმ იმედით, რომ ერთი წლის თავზე თოკოს უფრო მეტი მთხოვნელი და წინადადებები ექნება, რომ მოშორდეს მაგათ და არანაკლებ ან უფრო მაღალ დონეზე წავიდეს სათამაშოდ.
წარმატებები თოკო! და მაინც ცსკა-ს დედაც...
ქორ-პარიკმახერი
08 ივლისი 2020 12:11
3
მაგას თუ რატომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი, რომანა იქნება თუ ივანა , თუ რომელიმე სხვა რუსი, ვერასოდეს ვერ მიხვდება
iason dabneuli
08 ივლისი 2020 11:43
1
მე გაგრელი ვარ! ჩემზე მეტად არავის სტკივა აფხაზეთი, იქ დავიბადე და იქ ვცხოვრობდი, დამატოვებინეს ყველაფერი, მაგრამ დღეს თორნიკეს რომ ლანძღავთ ის პატრიოტები არახართ თქვენ აგვისტოს ომში საზღვარზე ვერავინ რომ ვერგაგასწროთ? ის ხალხი არახართ და ის ქართველები თბილისის ომი რომ მოაწყვეთ და ერთმანეთი არდაინდეთ? ის ქართველელები მარადოორებად რომ მოევლინეთ სამეგრელოს? თფუი თქვე მართლა კლავიატურის მგლებო, სხვის ლანძღვაში და გინებაში თან მალულად მაგრები ხართ!! დღეს ბიჭი სუპერ ვარსკვლავია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იწვევს და იმის მაგივრად რომ წარმატება უსურვონ აგინებენ..ნახევარი საქართველო რუსეთშია მაშინ რამდენი თვითმფრინავიც ჩამოფრინდება ქართველებით სავსე დახვდით აეროპორტში და არშემოუშვათ ქვეყანაში თუ ხართ მაგრები, მაგრამ ვინ მოგცათ თქვენ მაგის ერთი ადგილი! შეეშვით ბიჭს მე მას ყველგან ვუგულშემატკივრებ სადაც არუნდა იყოს! იქ რუსეთში ზუსტად არმიელების დარბაზში ააფრიალოს ქართული დროშა! თოკო წარმატწბები!
გაგრინსკი
08 ივლისი 2020 11:32
14
ეხლა რამდენიც არ უნდა ეცადოთ, რომ ქართველ ერს "შეტენოთ" რომ თურმე დავლაგდით და სამშობლოდან გავრბოდით, არაფერი გამოგივათ, ეგრე რომ არ იყო ძალიანაც კარგად იცით, მაგრამ ძალიან გინდათ, ჩვენ ქართველები როგორმე დაგვამციროთ, რომ ამ ფონზე მაგ ტიპის საქციელი ნაკლებად სამარცხვინო გამოჩნდეს. თანაც ვისაც რუსეთი ევასება, ეგ ხალხია სწორედ მაგის საქციელს რომ ამართლებს. 200 და 1000 წლის წინანდელი ამბები "კარგად გახსოვთ" თურქეთთან დაკავშირებით და აგერ გუშინ რომ, ომიანობის დროს რომ თავი დავანებოთ, შედარებითი მშვიდობიანობის დროს რომ ტატუნაშვილი გაიტაცეს, გასართობად აწამეს, გამოშიგნეს და ისე დაგვიბრუნეს ეს "აღარ გახსოვთ". თავის დროზე თურქეთიც, ირანიც და ვინ აღარ გინდა რომ ჩვენთან მტრად არ მოსულიყო, მაგრამ რუსეთთან, ამ საღორესთან არავის შედარება არ შეიძლება ბევრი მიზეზის გამო და თუნდაც იმიტომ, რომ მასთან ახლა ამ წუთს ვართ ომის მდგომარეობაში, ის ახლა, ამ წუთას კლავს, იტაცებს ჩვენს ხალხს , ჩვენს ისტორიას აყალბებს, რუსეთის სახელმწიფოს დონეზე და ხელისუფლების დაკვეთით ხდება ჩვენი ძეგლების, შენი ისტორიის სხვებისთვის მიკუთვნება. ენბიეს რეგულარულის ორგზის გამარჯვებულ ფაჩულიას კი მაგ ტიპს რომ ადარებთ, როგორ კალათბურთელს და როგორც ადამიანს, სასაცილო რომ არის ვერ გრძნობთ, დავიჯერო? ზაზა ჟურნალისტს რუსულად არც დაელაპარაკა, ეგ კი რუსეთის არმიის ჰიმნზე გაჭიმვას აპირებს. და საერთოდ, ეგ სად გადავა რა თქვენი საქმეაო რომ ამბობთ, არც თქვენი საქმეა მაგის საქციელს ჩვენ როგორ შევაფასებთ. თქვენ თუ მოგწონთ, იყვირეთ მასთან ერთად "ცეესკა-ცეესკა, რასია-რასია", ეგ არ ვიდარდოთ მართლა.
სხვის მაგივრად ორი სიტყვის მთქმელს
08 ივლისი 2020 17:00
5
კი ბატონო გაგრელო ზუსტად ეგრეა, აქ პასუხი წავიკითხე თქვენზე გაცემული და მაგ ადამიან მინდა 2 სიტყვა ვუთხრა, დიახ გარბოდნენ ბევრნი და ვინც გარბოდა ისეთების უმრავლესობა წერს დღეს აქ კომენტარს და აგინებს თორნიკეს. ტიტულის მოსაგებად მიდის ბიჭი და არა პუტინთან საძმაკაცოდ, პუტინი და რუსები ვინარიან არავისგან მესწავლება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 80 % , 8-9 წლის წინ რუსეთში თამაშობდა, მაშინ რატო არ კაკანებდით? გამომივიდნენ აქ პატრიოტი ბიჭები, თურქეთში რატო მიდიან, თორნიკეზე 2 ჯერ ავტორიტერი და გაქანების იყო ფაჩულია, მაგრამ ამაოხრებელ და ამწიოლებელ თურქეთში ითამაშა მაშინ სადიყავით? სხვის საქმეში ყველა ბრძენია სწორი ნათქვამია და ამ დროს საკუთარი ქვეყნისთვის რაგაუკეთებიათ ლითხონ თავიანთ თავს აქ მოჭიკჭიკე პატრიოტებმა! წარმატებები თოკო
გაგრინსკის
08 ივლისი 2020 15:17
8
ყველა გამოხმაურება
ასეთი მაღალი კლასის კალათბურთელია და სხვა გუნდი ვერ მონახა ?
ტოტო
08 ივლისი 2020 11:26
7
ისეთი ალიაქოთი ატეხეს თითქოს შენგელია რუსის ჯარს შემოუძღვა თბილისში წითელი დროშით,,,,, თითქოს შენგელია პირველია ვინც ეს ნაბიჯი გადადგა,სხვა სპორცმენებიც ხომ თამაშობდნენ რუსულ გუნდებში,ამას ხელი არ შეუშლია მათთვის ეთამაშათ საქართველოს ნაკრებში. შენგელიამ იქ უნდა ითამაშოს სადაც ჩათვლის რომ ასეა უკეთესი მისთვის და მისი სპორტული წინსვლისთვის,,, მთავარია სადაც ითამაშებს იყოს კარგ ფორმაში და გამოადგეს საქართველოს ნაკრებს მომავალ წარმატებებში,,,,,,
სებელი კობა
08 ივლისი 2020 11:16
17
აჰა უკვე დაიწყეს... თოკოს გულწრფელად ვაფრთხილებ, ცსკაში გადასვლის შემთხვევაში მოუწევს ლავროვთან ბრეჟნევივით ზასაობა და მაგათი ჰიმნის ნაღალი ნოტების აღება... სხვაგვარად გაამწარებენ რუსები...
papa
08 ივლისი 2020 11:06
7
თოკო ნუ უსმენ ამ იდიოტებს, რომლებიც თუთიყუშივით იმეორებენ-გაუაზრებლად ბოროტი ნაცების ფრაზებს. შენი საქმისა და შენი ცხოვრების მეუფე შენ ხარ და შენ უნდა იყო.
ნუ უსმენ ბრბოს
გულშემატკივარი
08 ივლისი 2020 10:49
19
რა კომენტარებია, გაგიჟება შეიძლება. რა კარიერას ვუნგრევთ ვისაც არ მოგვწონს თოკოს რუსეთის არმიის გუნდში გადასვლა. ისე წერთ, თითქოს სხვა გზა არ ქონდეს, ან ცეესკა ან თამაშს თავი დაანებოს. სირცხვილია ასე "გაპრავება".
პ.ს. შარშან რეალში გადასვლაზე უარი თქვა, ბასკებს არ გაუტეხა.
ახლა ცეესკაში გადადის.
რა ქვია ახლა ამ საქციელს?
GATUZO
08 ივლისი 2020 10:41
5
ვერ მოგიწონებთ,თორნიკე, ცსკაში თამაშს,რაღაც ღალატის ბინძური სუნი უდის შენს საქციელს.ფულის გულისთვის პრინციპებს არ უნდა უღალატო. ვერ გიგულშემატკივრებ,ყოველთვის შენი გუნდის დამარცხება გამეხარდება.
status quo
08 ივლისი 2020 10:27
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული