championat.com: "რუსული არმიის" კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ცსკა-ში შესაძლო გადასვლამ საქართველოსა და რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პორტალმა championat.com-მა გაკვირვება ვერ დამალა იმის გამო, რომ შენგელიას ტრანსფერით საქართველოში უკმაყოფილოები არიან. აღსანიშნავია, რომ წერილის ავტორი რომან დიომინი სათაურში თორნიკეს უკვე  მოსკოვური გუნდის ახალწვეულად მოიხსენიებს:

რუსული არმიის კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული
აგრესიული არაკეთილმოსურნეები აბსოლუტური უმრავლესობაა. რა არ არის ისე საქართველოში?

"საქართველოს სოციალური ქსელებისა და ინტერნეტსაიტების მომხმარებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც უახლოეს ხანში შეიძლება "ბასკონიადან" ცსკა-ში გადავიდეს.

"სირ­ცხვი­ლია, რუ­სუ­ლი
არ­მი­ის გერ­ბი რომ გვაქვს მკერ­დზე. იმ არ­მი­ის, რო­მე­ლიც შენს ქვე­ყა­ნას ბომ­ბავ­და", "მონური თვითდამცირება", "საზოგადოებისთვის სილის გაწნა", "შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, პოლიტიკა და სპორტი განუყოფელია, მტერი - ის ყველგან მტერია", - ციტირებს შენგელიას შესაძლო ტრანსფერზე მომხმარებელთა რეაქციას ინტერნეტპორტალი ambebi.ge.

უნდა ითქვას, ეს ყველაზე მკაცრი კომენტარები არაა. უარესებიც არის. უბრალოდ მათი აქ გამოქვეყნება "არაცენზურულობისა" და ზედმეტი აგრესიულობის გამო არამართებულია".

ავტორს აგრეთვე  crystalsport.ge-ზე გამოქვეყნებული კომენტარები მოჰყავს და აგრძელებს:

"ყველაზე დიდ ქართულ პორტალ sportall.ge-ზე გამოთქმული მოსაზრებები:

"სამწუხაროდ, პოლიტიკა მსოფლიოში ყველაფერზე ახდენს გავლენას. ჩემი ქვეყნის ნაკრებში არ მინდა ვიხილო კალათბურთელი, რომელიც რუსეთის სახელის განდიდებას ეცდება. შეიძლება ითქვას, რომ ცსკა უკვე კერძო კლუბია, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. "გაზპრომი" რუსული კლუბების სპონსორია. 2006 წელს მათ გაყინეს თბილისი. ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია, სადაც ენებება, იქ წავიდეს, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს უფლება აქვს, "რუსული არმიის კლუბის" წარმომადგენლებს აუკრძალოს მათი სახელით ასპარეზობა. ქართული სახელმწიფოს მტერი რუსეთია და არამარტო მისი მთავრობა (მთავრობას ხალხი ირჩევს).

"ვისმა არმიამ დაგლიჯა შენი სახელმწიფო ნაწილებად? როგორია არმიული გერბის ისტორია, რომელიც თამაშებისას შენს გულზე იქნება?".

"თუ ეს სიმართლეა და მართლა აპირებს ცსკა-ში გადასვლას, პირადად მე მისდამი ინტერესი დავკარგე და მეტად არ მინდა მისი სახელის გაგონება".

ამ საიტზე მომხმარებლებს პლუსების და მინუსების დასმა შეუძლიათ, რაც აუდიტორიის საერთო აზრის გაგების შესაძლებლობას იძლევა. შენგელიას მიმართ აგრესიულ კომენტარებს მუდმივად "აპლუსებენ" სამის ერთთან პროპორციაში (მაგალითად, 45 პლუსი 15 მინუსის წინააღმდეგ ან 75 პლუსი 25 მინუსის წინააღმდეგ).

კომენტარებში უმცირესობა მოუწოდებს, არ აურიონ ერთმანეთში სპორტი და პოლიტიკა, მიანიშნებენ იმაზე, რომ ცსკა შენგელიასთვის როგორც სათამაშო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს. თუმცა მათ უბრალოდ "ამინუსებენ". აი, ასე ჩაერია თორნიკეს სპორტულ კარიერაში პოლიტიკა.

კრიტიკოსებმა თითქოს დაივიწყეს, რომ რუსეთში რიგი ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. თანაც, ცსკა-ს კალათბურთელთა გუნდში არც ისე დიდი ხნის წინ ქართველი მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობდა - 2014/15 წლების სეზონში. მაშინ ასეთი აგრესიული რეაქცია არ შეინიშნებოდა. თუმცა შენგელია ელიტური დონის მოთამაშეა. ალბათ, თანამემამულეები ასე მკაცრად ამიტომ რეაგირებენ თორნიკეს იმ კლუბში გადასვლაზე, რომელიც რუსულ არმიასთან ასოცირდება".

altთორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა

altკირილენკო: შენგელიასა და მილუტინოვის ცსკა-ში გადმოსვლამ არ გამაკვირვა

altmatchtv: ცსკა შენგელიას ტრანსფერს ამ კვირაში გამოაცხადებს

alteurobasket-მა თორნიკე შენგელია ცსკა-ს შემადგენლობაში შეიყვანა

altშენგელია? შენგელია? შენგელია? - გომელსკის კონფერენციაზე კითხვები დააყარეს

altშენგელიასთან ცსკა-ს მოლაპარაკება საწყის სტადიაზეა

altsportall.ge-მ ცსკა-სგან შენგელიას შესახებ ოფიციალური პასუხი მიიღო

altჩვენთან მოდის შენგელია - რუსული მედია აღფრთოვანებულია!

altშენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

altმოსკოვის ცსკა-მ შენგელიას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო - "მას რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს"

altმოულოდნელი ცნობა: შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი დროის ამბავიაო...

მკითხველის კომენტარები / 62 /
ყოველთვის ვგულშემატკივრობ ქართველ სპორტსმენებს რომელ გუნდშიდაც და რომელი სპორტის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ, მაგრამ რუსული არმიის გუნდს, რუსული არმიის სიმბოლოს, მხოლოდ შენგელია კი არა მთლიანად ქართველებით რომ დააკომპლექტონ სასტარტო შემადგენლობა, ვერასდროს ვერ ვუგულშემატკივრებ. წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა გაგიხარდეს ცსკა-ს წარმატება ვინც არ უნდა თამაშობდეს იქ!!! ცსკა-ს ყოველთვის წაგებას ვუსურვებ შენგელიასთან ერთად ან უიმისოდ.
დათო
08 ივლისი 2020 08:04
6
შეეშვით ამ კაცს რატომ ითხოვთ სხვებისაგან გმირობას თავად კი თბილ ადგილებს ეძებთ.კეტაშვილმა რომ თავისი ოლიმპიური ოქრო ჩააბარა სად არის ეხლა თუ იცით. დაუფასა ვინმემ. ან ახსოვს ვინმეს.რუსეთი ოკუპანტიო რომ გაიძახით აფხაზეთის ომის დროს თბილისიდან სოხუმში ერთი თვითმფრინავი ძლივს მიფრინავდა როცა დუბაიში ათიც არ ყოფნიდა ვინ იჯდა იმ თვითმფრინავში.აგვისტოს ომის დროს სარფში და წითელ ხიდთან თხებივით ერთმანეთს რომ ახტებოდნენ ვინ იყვნენ. სანამ სხვებს გმირობას მოვთხოვთ ჯერ ჩვენს ირგვლივ მიმოვიხედოთ. არ დამიწყოთ ეხლა მე აქ ვიბრძოდი და მე იქო, რამდენი კაციც აქ კომენტარებს წერთ მაგდენი ჯარი არ გვყოლია სულ.
90
08 ივლისი 2020 07:32
14
ზუსტად მაგიტომ რომ დიდი დონეა ჩვენ ყველას გვეამაყება და გვიყვარს (ჯერ კიდევ)
ჩვენ ისევ გვინდა ვუქომაგოთ და გავიხაროთ მისი გამარჯვებით. ქართველების 95% ვერ გაიხარებს რუსეთის არმიელთა გამარჟცებით. ეს ძნელი მისახვედრია რუსო ჟურნალისტო?
რაც შეეხება ფეხბურთელებს ესეც მტკივნეულია ჩვენთვის, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთში სიდუხჭირის გამო ვერ ვკიცხავთ ჩვენს ფეხბურთელებს რუსეთის ჩემპში. გადასვლაზე და თანაც ზოგიერთის რუსეთში თამაში ჩვენთვისაც უცნობია ზოგ შემთხვევაში. შენგელია კი კაშკაშებს ევროპაში და ნეხვში ჩავარდნაა არმიელთა რიგებში ყოფნა, პირადათ ჩემთვის. ამ ჟურლანილტმა ახლა აღმოაჩინა ჩვენი ქვეყანის 20% ოკუპირებული რომ აქვთ?
G.LA
08 ივლისი 2020 06:42
13
და გიკვირს? კომენტარების სექციას გადახედე რუსულ საიტზე? ნახევარი გვამადლის - სპარსელებისგან გადაგარჩინეთო (მიდი და აუხსენი ტოტლებენი ან კრწანისის ბრძოლა) და მეორე ნახევრს გონია რომ რუსეთში მილიონობით ქართველი ცხოვრობს (მაგათ ხომ 40-მილიონიანი მუსულმანი ერი ვგონივართ ხშირად).
ხალხია თვითონ ეგეთი : გულგრილი და ცინიკური. მაგათთის მარტო მოცეკვავეები და მზარეულები ვიქნებით - შესაბამისად მაგ ქვეყნის ორბიტაზე მეტად განვითარების შანსი არ გვაქვს (თუ ინდივიდუალურად არ გავრუსდით)
rasa
08 ივლისი 2020 14:54
2
მაგ ჟურნალისტს იქნებ გადაუთარგმნოს ვინმე, რომ მარტო ცსკა-ს წაგება კი არ მთელი რუსეთის წაგება და დაქუცმაცება მინდა, ისე როგორც ჩემი ქვეყანა დააქუცმაცეს. დიახ პოლიტიკა და სპორტი ერთია, ოლიმპიადა სწორედ იმიტომ მოიგონეს რომ სისხლის დაუღვრელად იბრძოლონ. რუსეთან ახლაც ომში ვართ.
G.LA
08 ივლისი 2020 07:31
4
თუ წადი რუსეთში ყოველთვის წაგება. გადამწყვეტ თამაშებში
macbook pro
08 ივლისი 2020 05:09
20
თოკო დაიკიდე ერთ ადგილზე ტვინგამოცლილი ხალხის კომენტარები , მთავრობა გვყავს პრორუსული იმაზე არაფერს ამბობენ და სპორტს პოლიტიკაში ურევენ , პუტინი მტერი როა ყველამ ვიცით მაგრამ საკალათბურთო კლუბი აქ არაფერ შუაშია . შებერე თოკო , გულით ვინც გბალოშიკობ შენთან ვართ "მზეები "დაიკიდე
Margal
08 ივლისი 2020 04:29
47
თოკო, შენ ყოველთვის თავდადებული ხარ ნაკრებში თამაშის დროს, მუდამ გიგულშემატკივრებ, რადგან შენი ნამდვილი ქომაგი ვარ. Მანუჩარიც ტოპ დონის დამცველი იყო, რატომ ატეხეს ასეთი ამბავი? იმიტომ, რომ უკვე აღარ იციან რა თქვან. Ნეტა რომელი თქვენგანია თოკოზე პატრიოტი, პს ჯარისკაცებს ეს არ ეხებათ ისინი გმირები არიან. Მოგიწოდებთ, რომ ცივილურად იაზროვნოთ და შეიგნოთ ის, რომ პატრიოტობა გუნდით არ განისაზღვრებს ეს თოკოს სისხლში აქვს. Და თუ მაინც არაფერი გესმით მაშინ თოკოს მაინც ნუ შეაწუხებთ! Მუდამ მვპ.
რეზო
08 ივლისი 2020 03:06
46
და რაში გამოიხატება მისი პატრიოტიზმი? რუსეთის ჰიმნზე რომ გაიჭიმება? ასეთი უბრალო რამეები რომ არ გვესმის მიტომ ვართ ამ დღეში. ისე მაგარი სასაცილოა, დაიწყო ამერიკაში და გააგრძელო რუსეთში
ირაკლი ქუთაისელი
08 ივლისი 2020 06:33
13
თოკო, მუდამ მვპ იქნები, საქართველოს სიყვარული გულში გაქვს და სადაც გინდა იქ ითამაშე,მუდამ გიგულშემატკივრებ.
Rezi
08 ივლისი 2020 03:05
46
დიახ! თოკო ელიტური მოთამაშე და ჩვენი ქვეყნის სახეა! შესაბამისად არწავა ცსკ-ში მჯერა კიარა დარწმუნებულიც ვარ! დააბრუნონ ამ ბოზებმა აფხაზეთი-სამაჩაბლო! თოკო შენგელია კაცია ჯერ და მერე სპორტსმენი! მე კიდე მისი ერთგული ქომაგი, რომელიც მის არცერთ თამაშს არტოვებს! თოკო არიყიდება ფულზე! რუსეთი ჩვენი მტერია. ერთად დგომა გადაგვარჩენს დიდება უფალს!
კოლხი
08 ივლისი 2020 02:46
10
თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება.
ამას კომენტარი არც ჭირდება, გასაგებია უკვე მისი დამოკიდებულება
gio
08 ივლისი 2020 08:21
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული