200 წელი ჩვენი არმია იცავდა; ახლა, წესით, ირანს ან თურქებს ფეხებში უნდა უცვივდებოდნენ - რა გამოხმაურება მოჰყვა championat-ის სტატიას შენგელიაზე?

AutoSharing Option
გუშინ, 7 ივლისს, უმსხვილეს რუსულ სპორტულ პორტალ championat.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო ქართველი გულშემატკივრის განწყობაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო გადასვლაზე.

"ჩემპიონატს" sportall.ge-ს მომხმარებელთა კომენტარების ძირითადი აზრიც ჰქონდა გადმოცემული. სტატიის ავტორმა კომენტარების ანალიზზე გამოიტანა შემდეგი დასკვნა, რომ უმრავლესობის განწყობა შენგელიას ცსკა-ში გადასვლის შესახებ უარყოფითია. ასევე, ხაზი იყო გასმული, რომ ქართველებში ცსკა არმიულ გუნდთან ასოცირდება.

საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსი გულშემატკივრები ამ ყველაფერზე. წინასწარვე გაცნობებთ: დადებითი განწყობა იქაც ცოტაა.

ისევე, როგორც "სპორტალზე", "ჩემპიონატზეც" შეიძლება კომენტარების მოწონება ან არმოწონება. ყველაზე მეტი მოწონების კომენტარი
კი ასეთია:

"200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში".

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვაც დასვა და პასუხიც მალევე მიიღო:

" - რუსეთში ხომ ქართველებიც ცხოვრობენ, რესტორნების მფლობელები და ასე შემდეგ. იმათზე რა ხდება?
- ისინი რუსები არიან. თორნიკე კი საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ ეწვით."

"ყველაზე სასაცილო ისაა, რომ საქართველომ თავად დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში... ისე, მაშინ ჩვენმა არმიამაც გადააჭარბა. მათი მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის გაწმენდა საქართველოს ჯარისგან, ჩვენები კი ისეთ აზარტში შევიდნენ, კინაღამ თბილისიც აიღეს."

"ძალიანაც კი არ გვჭირდება, თანაც მსუბუქად არაადეკვატურია."

"მახსოვს, როცა არმიელებს ხვდებოდა ბასკონია, თორნიკე არასპორტული აგრესიით გამოირჩეოდა."

"ამერიკაში უამრავი რუსი ჰოკეისტი თამაშობს - მაგრამ მათ არავინ ლანძღავს. რუსი ფეხბურთელი "შახტარში" ან კიევის "დინამოში" რომ გადავიდეს, უმრავლესობა წარმატებას უსურვებს."

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს გულშემატკივრები შენგელიას გადასვლას მეგა-ტრანსფერს უწოდებენ და ბედნიერები არიან.

"სუპერ ენაძენი იქნება. მან აჩვენა, რომ მიროტიჩზე უკეთესია."

"მიხარია თოკოს ტრანსფერი. ქართველი თავის მენტალიტეტით ლიდერია და თამაშის დროს 100%-ით იხარჯება."

მთლიანობაში, გულშემატკივრის უმრავლესობა თოკოს გადასვლას მიესალმება და დადებითად უყურებს. ქართველებს კი მეტად ბუნდოვანი პოზიციები გვაქვს.

მკითხველის კომენტარები / 82 /
სტატიის ავტორს მინდა ვკითხო მეტად ბუნდოვანი თავად ხო არ აქვს წარმიდგენა? მარტივი კითხვა მაქვს სპორტი ხო არის გულშემატკივრებისთვის? ცეესკას ვინ გულშემატკივრობს? რუსი გენერლები რუსიული პოლიცია მილიცია რუსი ნაცია ცეესკა რო მოიგებს ვის გულებს გაუხარდება? მე თორნიკეს გადასვლა იმიტო არ მინდოდა ცეესკაში რო მისი გულშემატკივარი ვიყავი და ცეესკას არაფრის ფასად არ ვუგულშემატკივრებ. ასე რო ბუნდოვანი შენ უფრო გაქ მხედველობა. P.s (ვსქრინავ თუ არ გამოაქვეყნებთ ფბ ზე ავტვირთავ თავის ბუნდოვანი შეხედულებებიანად)
ზურა
31 ივლისი 2020 02:26
0
რუსებზე მზე ნაცია არ არსებობს! იმპერიალისტი ღორები ფურთხით ნაკეთებნი. მძულს ეს ღორის შვილები. ადმინ თუ დაბლოკო შენ იყო ჟირინოვსკი.
Georgian13
15 ივლისი 2020 01:37
0
ამათზე იძახით ხო, სპორტი სხვაა და პოლიტიკა სხვაო :)
ოლა
14 ივლისი 2020 16:29
0
სირცხვილია ბიჭო ნუ აპრავებთ!!! არ დარჩენილა უწყება საქართველოში,რომელმაც აზრი არ გამოთქვა და არ გააპრავა ეს უთავმოყვარეო საქციელი. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია და ეს ახალი ამბავი არაა. 1921 წელს,ახალგაზრდებმა იბრძოლეს ქვეყნის დასაცვად და მამების თაობა დაჭყეტილი თვალებით იყურებოდნენ რუსეთისკენ. ეხლაც ესეა,განათლებული ახალგაზრდა ებრძვის რუსულ ოკუპაციას და არ უსმენს მამების თაობას,ხოლო თხადაგიგოს უცოდინარი ახალგაზრდა ადვილად დასამუშავებელია. ზემოთ კარგად არის დადასტურებული,რომ არ არსებობს ორი რუსეთი. ის ერთია და იქ მეფობს ტირანია.რატო ფიქრობენ,რომ ვიკტორა სანიკიძე და მანუჩარა მარკოიშვილის აზრი ვინმეს ადარდებს? გაუნათლებლობა ჩვეულებრივი ამბავი როა ქართულ სპორტში ესეც გეცოდინებათ. მიშა ყაველმაშვილმა იმაზეც თქვას მადლობა განათლების გარეშე რო ზის პარლამენტში და შეეშვას გაპრავებას. ჩვეულებრივ მოქალაქეებს,რომლებიც ნაცს დამიძახებენ უეჭველად ვეტყვი,რომ ამ ქვეყნსი თავისუფლებისთვის ბრძოლა უმცირესობების გმირობებზე დგას და მათი დაღვრილი სისხლით არის მოტანილი დღემდე ეს ქვეყანა.მაშინ როცა გარსევან და ალექსანდერე ჭავჭავაძეები ეკატერინესთან ფულს ითვლიდნენ,კახელი გლეხი ერეკლეს გვერდზე იბრძოდა. მაშინ როცა თორნიკე შენგელია ცსკში ფულს ითვლის,ქართლელი ვაჟკაცი გახელაძე ოკუპანტებთან დაჩოქებას არ აპირებს. გიხარიათ ეს ფაქტი და გიხაროდეთ,მოვა თქვენი დროც. ისტორია გთავაზობთ იდგეთ სწორ მხარეს და როცა ამას არ აკეთებთ,მაშინ გაიხსენეთ ყორღანაშვილი. ეს საქმე ესე არ დამთავრდება.ადმინ,თუ დაბლოკო შენი იყო პუტინი და ჟირინოვსკი
ზედა მეზობელი
14 ივლისი 2020 07:49
0
თუ ეგრეა მაშინ ეგენი გერმანელებს, სტალინი გორელი იყო და არა ფსკოველი.
ნიკო
13 ივლისი 2020 20:37
0
ჩვენ კიდევ ათეულობით საუკუნე ვიყავით და ვიქნებით, რუსეთს კი მალე დანგრეულლს ვნახავთ და ის შტერი ქართველები, რომლებიც სამშობლოს ფულს ანაცვალებენ, დიდი სურვილის მიუხედავად, ისეთები ვეღარ იქნებიან
zviadi
11 ივლისი 2020 20:04
1
200 წელი თქვენი არმია იმიტომ იცავდა, რომ თქვენმა იმპერიამ ძირფესვიანად მოსპო ქართული სახელმწიფოებრივობა, ახალს არაფერს ვიტყვი უბრალოდ შეგახსენებთ: მეთვიდმეტე საუკუნიდამნ მოყოლებული ქართული წარმოშობის ოფიცრები სისხლს ღვრიდნენ რუსული იმპერიის გასაძლიუერებლად პეტრე ბაგრატიონი, რომან ბაგრატიონი, ძმები იაშვილები, კვინიტაძე, მაზნიაშვილი 1918 წლამდე და კიდე ძაან ბევრი. ბოროდინოს ბრძოლაში, რუსეთის თვის სამამულო ომში ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი ოცამდე ქართველი გენერალი ებრძოდა ნაპოლეონს. ქართული მიწის დაცვას რაც შეეხება ქართული მილიცია, ქართველი მთიელები და ყველა ვისაც ბრძოლა შეეძლო თავს არ ზოგავდა რუსეეთის იმპერიის ჯარების მხარდამხარ და ყოველთვის წინა ხაზზე იყვნენ. ამის კარგი მაგალითია ქაიხოსრო მიქელაძის და მიქელაძეების გვარის გმირობა 1853 წლის რუსეთ თურქეთის ომში აჭარისთვის ბრძოლებში. უფრო მეტს გეტყვით საქართველოდან 700000 ქართველი ვაჟკაცი წავიდა და 400000 ვერ დაბრუნდა სამამულო ომიდად. 45 წლის შემდეგ ქართველი ოფიცერბი, ჯარისკაცები იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის დასაცავად ყველა ცხელ წერტილში რითაც დიახაც მის ქვეყანას იცავდნენ ეს რომ ასეა ამის დამადასტურებლად მათი დამსახურებებიც გამოდგება. არაფერი არვის დასამადლებელი არ გვაქვს, ქართველებმა საკმარისი სისხლი გაიღეს საკუთარი ქვეყნის დასაცავად და სანამ რამეს იტყვის ვინმე ეს ყველაფერი გაიხსენოს რაც ძაან მოკლედ დავწერე. არაფერი მითვამს იმ მილიონი მშრომელის მიერ შექმნილ მილიარდობით მანეთის დოვლათზე, რომელიც მიითვისა რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაცვის შემდეგ.
ყველას გასაგონად
09 ივლისი 2020 13:58
5
დანარჩენი 2800 წელი რომ ჩვენ ვაკავებდით აღმოსავლეთიდან წამოსულ საფრთხეებს რუსეთისთვის და ევროპისთვის? ჩვენთან რომ დახარჯავდნენ ძალებს, ხშირად არ ყოფნიდათ ევროპაზე გადასავლელად.
აიფაქტი
09 ივლისი 2020 11:12
3
ანრი კურტანიძევ, არა გვაქვს ჩვენ ბუნდოვანი პოზიცია. პირიქით, სრულიად ნათელი პოზიცია გვაქვს-უარყოფითი. ქართველი არ უგულშემატკივრებს თორნიკეს.
Status quo
09 ივლისი 2020 09:23
7
თორნიკე წარმატებები!!!! შენ ძალიან-ძალიან კარგი ბიჭი ხარ და სწორი არჩევანიც გააკეთე. რაც შეეხება ცუდ გამოხმაურებებს, საფრანგეთმ და გერმანიამ მსოფლიო ომები დაიწყო, და გაწყვიტა მსოფლიოს გენოფონდის თითქმის ნახევარი, მაგრამ ამისთვის არავინ ამბობს მათ ქვეყანაში თამაშზე უარს, ამერიკამ წინათ რაც ქნა იაპონიაში და სხვაგან კარგი ეს ძველი ისტორიაა, მარა ახლახან,რომ გადაადუღა ევროპის შუაგული, მაშ რატომღა ოცნებობენ ამ ქვეყნის წარმომადგენლები ამერიკაში თამაშზე, თურქეთმა და ირანმა ჩვენი მთელი არსებობის ისტორია სისხლით დაგვაწერინა და ახლა რა თურქეთში არ უნდა ეთამაშა არველაძეს,ამიტომ აუცილებელია სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთ. ახლა დამწამებენ ახალ სიტყვას რუსოჰობიაო მე ეგ კი არა ვარ, არამედ ვამბობ იმას,რომ ჩვენ ძალიან პატარა ერი ვართ და ბრძოლით ვერავისთან ვერაფერს გავხდებით, ახლა აუცილებელია წარმატებული სპორტით ვაჩვენოთ მსოფლიოს რომ ჩვენ ამაყი ერი ვართ და ვარსებობთ დედამიწაზე, ისე მაინც ვიტყვი მე სსრკ-ში გავიზარდე და მისგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს. შენ კი ახალგაზრდა არ გიცხოვრია იმ (უფასო სწავლა, უფასო მედიცინა, არა გარყვნილობასა და აზარტულ თამაშებს, მეტი ჰუმანუროაბა და ბევრი კარგი სხვა რამ,(თუმცა ნაკლოვანებები იქაც იყო, მარა რაღა იმას ვეჭიდებით, ავიღო, გადმოვიტანოთ კარგი,) რასაც ყოველ საათსა და დღეს ქადაგებდა პრესა და ტელევიზია, ახლა???? მარა ვაი,რომ იქაც აღმოჩდნენ გამყიდველი ქვეყნის მმართველები და ამერიკის ხელშეწყობით თავზე დაგვამხეს სოციალიზმი.) სსრკ-ში და ამიტომ არ გინდა სხვების მონაყოლის გამეორება, ეს იგივეა ბავშვმარომ თქვა უი იცი რა კარგია კოკაკოლაო, შენ რა იციო, დაგილევიაო, არა ბადრომ მომიყვაო.
ლევანი
09 ივლისი 2020 09:22
16
პრავი არა ხარ ლევონ-ჯან.
გაიტანეთ გრენლანდია
14 ივლისი 2020 12:27
0

სიახლეები პოპულარული